ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობები სამოსზე ფორთოხლისფერი სამაგრებით გამოჩნდებიან, რომელზეც აშშ-ის დროშა იქნება გამოსახული. ამ ფორმით მსოფლიო კინოვარსკვლავები იარაღის ფლობასთან დაკავშირებული საკითხების წინააღმდეგ გამოხატავენ პროტესტს. ამის შესახებ HollywoodReporter-ი წერს.
ინიციატივის ავტორი Everytown-ის ორგანიზაციაა. თითოეული ემბლემის ღირებულება 15 დოლარია და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მსგავსი კამპანია ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზეც იყო, სადაც მთავარი გამოწვევა სექსუალური შევიწროება და მასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. შოუ თბილისის დროით 05:00-ზე საათზე დაიწყება. ღონისძიებას ტრადიციულად დოლბის თეატრი უმასპინძლებს. ამერიკული და მსოფლიო კინოს ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე თბილისის დროით 02:30-დან გამოჩნდებიან. დაჯილდოების ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია ოსკარის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან იქნება შესაძლებელი.
ამერიკის კინოაკადემია რჩეულებს 24-ნომინაციაში გამოავლენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment