Thursday, March 15, 2018

ტრანსანატოლიურმა მილსადენმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 932 მილიონი ევრო მიიღო

ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP) ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 932 მილიონი ევრო მიიღო. გაზსადენი თურქეთში შენდება და მისი მეშვეობით აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მოხვდება. ამის შესახებ 1tv წერს.
მშენებლობის დაფინანსებაში უკვე მონაწილეობენ მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი.
"პროექტი სამხრეთის გაზის კორიდორის საკვანძო პროექტია. ინიციატივის, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ენერგოპოლიტიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანად”, – აღნიშნულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვებგვერდზე.
ცოტა ხნის წინ 1.5 მილიარდი ევრო EIB-სგან ტრანსადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) მიიღო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment