Saturday, March 10, 2018

ყვარელში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა

ყვარლის ცენტრში მდებარე საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ნგრევის პროცესი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რაც საფრთხის უქმნის გარშემომყოფებს. მოსახლეობამ დახმარებისთვის და პრობლემის დროულად მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტს წერილობით უკვე მიმართა. მერიამ თავის მხრივ საქმის კურსში ჩააყენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ პრობლემას იცნობენ და კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 კვირაში დაიწყება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment