Sunday, March 11, 2018

მგზავრის ჩანთაში ფაროსანას აღმოჩენის გამო, რუსეთმა აფხაზეთს პროდუქტების შეტანა შეუზღუდა

12 მარტიდან რუსეთი აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას პროდუქტების შეტანაზე დროებით შეზღუდვებს უწესებს. საკარანტინო მდგომარეობა შეეხება მეტწილად ხილის და ბოსტნეულის მცირე ზომის ტვირთებს. ამის შესახებ "ლაივპრესი" აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვების მიზეზი სანიტარული კონტროლისას მგზავრის ხელჩანთაში აზიური ფაროსანას აღმოჩენაა. გამოცემა წერს, რომ ამ გზით რუსეთი ცდილობს აზიური ფაროსანას გავრცელება თავიდან აირიდოს.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია წარადგინა. 
მინისტრის თქმით, 2018 წლის პროგრამის მიზანია ფაროსანას მართვა და მისი პოპულაციის შემცირება. რაც შეეხება იაპონური კრაზანის შემოყვანას ფაროსანასთან საბრძოლველად, მინისტრმა განმარტა, რომ ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო პროგრამა შემუშავდა სახელმწიფოს მიერ, ქართველი და უცხოელი მეცნიერ/სპეციალისტების ჩართულობითა და მიღებული გამოცდილების საფუძველზე.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment