ფეხმძიმე ქალებისთვის წამლების მიღება ზოგადად შეიძლება, მაგრამ ყველა წამლის - არა. ზოგჯერ წამლის გარეშე უბრალოდ უარესი შედეგი შეიძლება დადგეს, მაგალითად, თუ ქალს სიცხემ აუწია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტემპერატურის მკვეთრი მატება ძალიან საშიშია ნაყოფისთვის (ამის გამო ეკრძალებათ ორსულებს ამ პერიოდში საუნაში სიარული). შესაბამისად, საჭიროა პარაცეტამოლის მიღება და შეძლებისდაგვარად ძირითადი დაავადების მკურნალობა (თუ ეს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციაა, სამწუხაროდ მკურნალობა არ გამოვა, მაგრამ ასეთი ინფექცია თავისთავადაც არანაირ ზიანს არ მოიტანს).
თუ ქალს ეპილეფსია, მძიმე დეპრესია ან ნებისმიერი სხვა დაავადება აქვს, რომელიც მკურნალობის გარეშე ცუდი შედეგებით დასრულდება, აუცილებელია ექიმთან ერთად იმის გარკვევა თუ რა წამლების მიღება იქნება ქალისთვის უფრო სასარგებლო, ვიდრე დამაზიანებელი.
წამლებთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაცია ბევრ სხვა შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, რადგან პრეპარატების უმრავლესობის გავლენა ორსულებზე ცუდადაა შესწავლილი, რეკომენდაციები მუდმივად იცვლება, ზოგიერთ ინსტრუქციაში კი შეიძლება ძველი და დაუდასტურებელი ცნობაც იყოს.
მაგრამ ის, რასაც ორსული ქალი ნამდვილად უნდა მოერიდოს - ფიტოთერაპიაა. დამამშვიდებელი „ბალახები“, „ბალახები" შარდგამტარი გზების ინფექციების მკურნალობისათვის - ცუდადაა შესწავლილი და ორსულებისთვის მათი ეფექტიანობა არ არის დადგენილი. ამასთან, ცალსახად მავნეა, თუ ცისტიტის დროს ანტიბიოტიკების ნაცვლად ფიტოთერაპიას იყენებენ და შეიძლება ყველაფერი პიელონეფრიტით დასრულდეს.

imedinews.ge

No comments:
Post a Comment