ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებს აცნობს.
შეხვედრა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს. ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია მცირე მეწარმეების წახალისება, ის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.
მამუკა ბახტაძე ხვალ შეხვედრას ქუთაისშიც გამართავს.
ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით.
გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება.
მცირე ბიზნესი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment