Friday, March 16, 2018

მოქალაქემ უცხოელი მუსიკოსებისთვის რუსთაველზე დაკვრის უფლების აკრძალვა მოითხოვა


რუსთაველის გამზირზე მოქალაქემ გამოიძახა პოლიცია, რადგან რუსთაველის მეტროსთან სამხრეთამერიკულ ეთნომუსიკის დამკვრელები რუსთაველისა და საქართველოს შეურაცხყოფად მიაჩნდა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ადგილზე მისულ პოლიციას მოქალაქე უმტკიცებდა, რომ მათ არ ჰქონდათ რუსთაველის გამზირზე დაკვრის უფლება და პოლიციას სთხოვდა, მათი უფლება შეეზღუდა. პოლიცია კი ცდილობდა მოქალაქის დარწმუნებას, რომ ამ ადამიანებს საჯაროდ მუსიკის დაკვრის უფლება ჰქონდათ.
ამ პერიოდის განმავლობაში ქუჩის მუსიკოსები გაჩერებული იყვნენ და არ უკრავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ნიკოლოზ ჰუმანოიდმა გაავრცელა.
“შოთა რუსთაველის ქანდაკების წინ რომ ყოფილიყო ქართული მუსიკა…  ეს პატივისცემას დაიმსახურებდა”, – ეუბნებოდა მოქალაქე პოლიციელებს.
ვიდეოში ისმის, რომ მოქალაქემ მუსიკოსები ადრეც გააფრთხილა, რუსთაველის ძეგლთან არ უნდა დაეკრათ.
“ესენი რომ ოფიციალურად აკეთებდნენ კონცერტს, ბოლობოლო მეც წავიდოდი, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ხალხი დადის… აქ არის შოთა რუსთაველის ქანდაკება და ასეთი უმსგავსობა არ უნდა იყოს გამართული”, – ამბობს მოქალაქე.
imedinews.g
e
\https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment