აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან მოხსნეს. მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, პომპეო "ფანტასტიკურად გაუმკლავდება" თავის მოვალეობებს ახალ თანამდებობაზე. მან მადლობა გადაუხადა ტილერსონს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე დაასახელა CIA-ს ახალი ხელმძღვანელიც. აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმღვანელი ჯინა ჰესპელი იქნება, რომელიც პირველი ქალია, ვინც დაზვერვის უწყებას უხელმძღვანელებს.
რექს ტილერსონი აშშ-ის მთავრობის წევრია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. მას შემდეგ რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა, რომ ის თანამდებობის დატოვებას აპირებდა, თუმცა ბოლო დრომდე ეს ცნობები არ დასტურდებოდა.

imedinews.ge

No comments:
Post a Comment