Wednesday, March 14, 2018

მიხეილ ჯანელიძე: აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაგრძელდეს

საგარეო საქმეთა მინისტრი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს ფორმატი არ არის დახურული და არ არის მხოლოდ ბატონ ზურაბ აბაშიძესა და კარასინს შორის საუბრები. მასში საჭიროების შემთხვევაში ასევე მონაწილეობს სხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენ ვთვლით, რომ ამ ფორმატმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც იგივე სავაჭრო, სატრანსპორტო თუ სხვა მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ეს ფორმატი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ ეტაპზე", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. 
ამ მოთხოვნას ზურაბ აბაშიძემ უპასუხა და თქვა, რომ არაგონივრული იქნება რჩევების მოსმენა მათგან, ვისაც რუსეთთან ურთიერთობებში ცუდი გამოცდილება აქვს. 
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს ბოლოს 31 იანვარს შეხვდნენ. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment