Thursday, March 15, 2018

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ადიგენში საბავშვო ბაღი აშენდება


იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ადიგენშის სოფელ სოფელ მოხეში, საბავშვო ბაღი აშენდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ბაღში მიმდებარე რვა სოფლის ბავშვები ივლიან. პროექტს World Vision–საქართველო განახორციელებს. ამ პროექტისთვის საელჩოს 66 395 დოლარი აქვს გამოყოფილი.
მოხეში 340 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა მუსლიმია. სოფელში ბაღი დაახლოებით ნახევარ საუკენეზე მეტია არ აქვთ. იაპონიის საელჩოს ცნობით, შედეგად, ბავშვების საბაზისო და განვითარების საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, რაც ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის ზიანს. პროექტის მიზანია პირველი ბაღის აშენება ამ დასახლებაში – პირველად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment