Friday, November 2, 2018

კანაფის კულტივაციის კანონპროექტზე კობახიძე და გახარია პატრიარქს შეხვდებიან


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდებიან.
შეხვედრა 12:00 საათისთვის არის დანიშნული.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment