Friday, November 2, 2018

ეუთოს უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაში რუსეთი დაადანაშაულეს

გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთს და მის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს დააკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინის აღმოსავლეთში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებაზე. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ეუთოს უპილოტო აპარატი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, რომელსაც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ხანს უპილოტო საფრენი აპარატი ხშირად აფიქსირებდა უკრაინა-რუსეთის არაოფიციალურ საზღვარზე გარკვეული ძალების გადაადგილებას, კავშირის შეწყვეტამდე კი აპარატმა გადაიღო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
გერმანიამ და საფრანგეთმა უპილოტო აპარატის განადგურება შეაფასეს სერიოზულ ინციდენტად, რომელიც ცალსახად არღვევს უკრაინაში ეუთოს სპეციალური მისიის უფლებებს და ზღუდავს დამკვირვებლების მუშაობას, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის და ყურის ფუნქციას ასრულებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment