Sunday, November 4, 2018

ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით შეხვედრა იმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
მორიგი სხდომისთვის პარტიის ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ესწრებიან.
პარტიის ოფისში დედაქალაქის საკრებულოს წევრები მივიდნენ და სავარაუდოდ, მათთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე გაუძღვება. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს ოფისში სამუშაო თათბირები ტარდება.
სპეციალური შტაბები მოსახლეობასთან შესაბამისი გზავნილებით შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება. 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment