Sunday, November 4, 2018

„სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულად გამოიცა

„სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულ ენაზე გამოიცა. პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და გამომცემლობა Edition Orient-ის მიერ განხორციელდა. ინფორმაციას წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების გერმანულენოვან თარგმანზე ჰაინც ფენრიხმა იმუშავა. რაც შეეხება წიგნის ილუსტრაციებს ის ზურა მჭედლიშვილს ეკუთვნის. 
„სიბრძნე სიცრუისა“ XVII საუკუნეშია დაწერილი და 150-ზე მეტი იგავ–არაკის აერთიანებს. 
მანამდე გერმანულ ენაზე გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და 3 ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდღეს სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეა!
წელს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Edition Orient მიერ გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ‘სიბრძნე სიცრუისა’. წიგნის ილუსტრატორების ავტორია ზურა მჭედლიშვილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment