Friday, November 9, 2018

კაცმა ორსული ცოლი და მცირეწლოვანი შვილები მოკლა - აშშ-ში ხმაურიანი პროცესი სრულდება

კო­ლო­რა­დო­ე­ლი კრის უოთ­სი ორ­სუ­ლი ცო­ლი­სა და ორი შვი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.
34 წლის შე­ნან უოტ­სი, რო­მე­ლიც 15 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო, შვი­ლებ­თან - 3 წლის სე­ლესტთან და 4 წლის ბე­ლას­თან ერ­თად აგ­ვის­ტო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. შე­ნო­ნის ცხე­და­რი მი­წა­ში დაფ­ლუ­ლი იპო­ვეს, ბავ­შვე­ბი­სა კი იქვე ახ­ლოს, საწ­ვა­ვის ავ­ზებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
კრის უოტსს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­მა­კა­ცი ამ­ბობ­და, რომ რო­დე­საც ცოლს სხვა ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ გა­უმ­ხი­ლა, შე­ნან­მა შვი­ლე­ბი მოკ­ლაუოტსს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯი­ან. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 19 ნო­ემ­ბერს არის და­ნიშ­ნუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნან უოტ­სის ოჯახს სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ მო­უ­თხო­ვია.
ქა­ლი­სა და მისი შვი­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო­ში, კრის­მა მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:
„იმე­დი მაქვს, ის ახლა უსაფრ­თხო ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად.“
კო­მენ­ტა­რი­დან 24 სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment