Friday, November 9, 2018

ერევანში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ კალაშოვი დააკავეს

სომხეთში, კერძოდ კი ერევანში ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავეს. როგორც სომხეთის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება, კალაშოვს 2015 წლიდან ფრანგი სამართალდამცველები ეძებდნენ.
მას ბრალი  ედება არაერთ დანაშაულში, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიტაცებული ქონების დამალვასა და ფულის გათეთრებაში.  
სომხეთის პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს უკვე შეატყობინა.
მერაბ კალაშოვი ახლა მოქალაქეობის არმქონე პირია. ის წარსულში ნასამართლევია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment