Monday, November 5, 2018

აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება


დღეს აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდება, რომელზეც სრულად გადაირჩევენ აშშ-ის წარმომადგენლობით პალატას, ასევე სენატორების მესამედს. გარდა ამისა, 39 შტატში ახალ გუბერნატორებს აირჩევენ. დღესვე ზოგიერთ შტატში სხვადასხვა საკითხზე რეფერენდუმებია დაგეგმილი. 
BBC-ის ცნობით, 35 შტატში მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი უკვე დააფიქსირეს, კიდევ 15 შტატში კი საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში გაიხსნება. 
ტელეკომპანია CNN-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახამად, დემოკრატებს მხარს ამომრჩეველთა 55% უჭერს, დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიისთვის კი ხმის მიცემას გამოკითხულთა 42% გეგმავს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ დემოკრატების შუალედურ არჩევნებში გამარჯვებით მისი პოლიტიკა "ძალადობრივად" შეიცვლება. 
ევანგელისტური ეკლესიის ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრისას, ტრამპმა თქვა, რომ კენჭისყრა იქნება „რეფერენდუმი“ სიტყვის და რელიგიის თავისუფლებაზე და რომ „მოძალადე ადამიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, ამ ყველაფერს საფრთხე დაემუქრება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment