Sunday, November 4, 2018

ბილ გეიტსი რობოტების საქმიანობის დაბეგვრის მომხრეა


Microsoft-ის დამფუძნებელი და ფილანტროპი, ბილ გეიტსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა რობოტების განვითარების პარალელურად, მათი საქმიანობა უნდა დაიბეგროს. მილიარდერის თქით, ამის მიზანი ის არის, რომ ადამიანებმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ. ამის შესახებ მან Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"გასაოცარია ის პროგრესი, რაც კაცობრიობამ, მე ვიტყოდი, ბოლო 28 წლის განმავლობაში გაიარა", - ამბობს გეიტსი და დასძენს, რომ დღეს, ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მიუხედავად, აუცილებელია გლობალური კორპორაციების თანამშრომლობა, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა.
გეიტსის თქმით, რობოტები კომპანიებს სულ უფრო მეტი პროდუქტის წარმოებაში ეხმარებიან, ამ პროცესში კი ადამიანები სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობენ. მილიარდერი დასძენს, რომ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებამ კაცობრიობა სამუშაო ადგილებზე ადამიანების შემცირებამდე არ უნდა მიიყვანოს. ამის პრევენციისთვის კი გეიტსი ფიქრობს, რომ კომპანიები რომლებიც სამუშაო ადგილებზე რობოტებს იყენებენ, მოსაკრებელი უნდა დაწესდეს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment