Sunday, November 4, 2018

ბოდლერის მიერ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილი აუქციონზე გაიყიდა

XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი პოეტის, კრიტიკოსისა და მთარგმნელის, შარლ ბოდლერის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი Osenat-ის აუქციონზე €234 ათასად იყიდებოდა, თუმცა კერძო კოლექციონერმა ის სამჯერ მეტ ფასად შეიძინა.  ამის შესახებ BBC წერს. 
1845 წლის 30 ივნისით დათარიღებული წერილის ადრესატი პოეტის საყვარელი ქალი, ჟან დიუვალია. 
ამავე დღეს ბოდლერმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა გადარჩა. 
„იმ დროისთვის, როცა წერილს მიიღებთ, მე უკვე მკვდარი ვიქნები. თავს ვიკლავ, რადგან სიცოცხლის გაგრძელება აღარ შემიძლია. აღარ შემიძლია ამ ტვირთის ატანა, - დაძინება და კიდევ ერთხელ გაღვიძება“.
პოეტმა გულ-მკერდის არეში მიიყენა ჭრილობები, თუმცა სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მან კიდევ 22 წელი იცოცხლა და 1867 წელს სიფილისით გარდაიცვალა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment