Wednesday, November 7, 2018

ეკვადორის ექსპრეზიდენტს ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებ

ეკვადორის ექსპრეზიდენტ რაფაელ კორას ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ. ამის გამო, მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. ამის შესახებ Voice of America წერს.
რაფაელ კორეასთან ერთად, სასამართლოში უნდა წარდგნენ ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი პაბლო რომერი და ორი ყოფილი პოლიციელი.
ეკვადორის ყოფილი ლიდერი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს, დანაშაულთან კავშირს უარყოფს. როგორც მოსამართლე დანიელა კომანჩომ განაცხადა, მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია ინტერპოლს, რათა რაფაელ კორეა დააკავონ და ეკვადორს გადასცენ.
მანამდე ეკვადორის ყოფილი ლიდერი სასამართლოში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა კორეამ განაცხადა, რომ სამშობლოში არ დაბრუნდება და ჩვენებას ბრიუსელში, ეკვადორის საკონსულოში მისცემს.
გამოძების მიხედვით, ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტის მეტოქე ფენანდო ბალდა 2012 წელს გაიტაცეს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, სადაც ის რაფაელ კორეასთან დაძაბული ურთიერთობების გამო გაიქცა. ბალდა ამტკიცებს, რომ ის პრეზიდენტ კორეას ბრძანებით გაიტაცეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment