Wednesday, November 7, 2018

ანტონიო კონტემ „ჩელსისგან“ კომპენსაცია მოითხოვა

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომპენსაცია მოითხოვა. ლაპარაკია 23 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ Skysports-ი წერს.
ამ თანხიდან 13 მილიონი იტალიელს სურს იმის გამო, რომ მასთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. კიდევ 10 მილიონს კი იმ მიზეზით ითხოვს, რომ, მისი აზრით, „ჩელსიმ“ რეპუტაცია შეულახა.
ლონდონის ჩელსის ახალ მთავარ მწვრთნელად იტალიელი მაურიციო სარი დაინიშნა. 
კონტეს ხელმძღვანელობით „ჩელსი“ 2016-2017 წლების სეზონზე ინგლისის ჩემპიონი გახდა. გასულ წელს კი მან ინგლისის თასი მოიგო, თუმცა პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment