Sunday, November 4, 2018

ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის ულამაზესი დედა და რას ჰყვებოდა ქალიშვილზე - უცნობი ფაქტები პოლიტიკოსის შესახებ

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის გამო სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბის ეპი­ცენ­ტრში და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ხში­რად უს­ვა­მენ ხაზს პო­ლი­ტი­კო­სის წარ­მო­მავ­ლო­ბას.
ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­ჯდო­მა­რის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ოჯახ­ში. იგი არის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვილ­თაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყ­ვნენ და რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ მისი მშობ­ლე­ბი. სა­ლო­მეს დედა, ზე­ი­ნაბ კე­ი­დია, ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ და ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­ლიც ჰყო­ლია. ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს ცხოვ­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ის დროს და­უ­კავ­ში­რა. წყვილ­მა პა­რიზ­ში იქორ­წი­ნა მალე ვაჟი, ოთა­რი შე­ე­ძი­ნათ, ორი წლის შემ­დეგ კი - ქა­ლიშ­ვი­ლი სა­ლო­მე.სა­ლო­მეს დედა ზე­ი­ნაბ კე­დია სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის, მექი კე­დი­ა­სა და აგ­რა­ფი­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძის ქალ­შვი­ლი გახ­ლდათ. გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ მისი მამა სა­ქარ­თვე­ლო­დან სტამ­ბოლ­ში წა­სუ­ლა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მა­შინ ზე­ი­ნაბ­ზე ყო­ფი­ლა ორ­სუ­ლად და ბავ­შვი 1921 წლის 8 ივ­ლისს­ში სტამ­ბულ­ში გაჩ­ნდა. თურ­ქეთ­ში ოთხწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ სა­ლო­მეს ბე­ბია და ბა­ბუა დე­დის მხრი­დან პა­რიზ­ში გა­და­სუ­ლან სა­ცხოვ­რებ­ლად.რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მეს მა­მას, ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვილს, იგი ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. ის ცნო­ბი­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის შვლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. სა­ლო­მეს ბე­ბია, ნინო ნი­კო­ლა­ძე პე­და­გო­გი და პუბ­ლი­ცის­ტი იყო, ხოლო ბა­ბუა, ივა­ნე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იუ­რის­ტი.
რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ზუ­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და. თა­ვი­დან სტამ­ბულ­ში და­სახ­ლდნენ, 1924 წლი­დან კი პა­რიზ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად და ლე­ვა­ნი სენტ–ბარ­ბის გან­თქმულ მო­სამ­ზა­დე­ბელ კო­ლე­ჯში შე­ვი­და, 1928 წელს კი სამ­თა­მად­ნო–სა­ინ­ჟინ­რო ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ი­რი­ცხა. მას იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე უნ­დო­და სწავ­ლა, მაგ­რამ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment