Sunday, November 4, 2018

კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა ნოემბერში ეწვიოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა ნოემბერში ეწვიოს. ამის შესახებ რუსეთში სამხრეთ კორეის ელჩმა უ იუნ გინმა განაცხადა. ამის შესახებ Yonhapnews-ი წერს.
“რუსეთმა ვიზიტი მიმდინარე წელს ითხოვა და ველოდებით, რომ შეხვედრა შედგება“,-განაცხადა მან და დასძინა, რომ შეხვედრის დროსა და ადგილს ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ერთობლივად განიხილავენ.
მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში რუსეთში ჩავიდოდა.  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სერგეი ლავროვს 31 მაისს შეხვდა. მხარეების აუდიენცია ფხენიანში შედგა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment