Tuesday, November 6, 2018

ისრაელის არმიამ ყველაზე ცნობილი პალესტინელი მეამბოხე დაჭრა

ისრაელის არმიამ დაჭრა პალესტინელი ბიჭი, რომლის ფოტოც მსოფლიოში პალესტინელთა დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ Aljazeera წერს. 
22 წლის აბუ ამროს ფოტო არაერთხელ შეადარეს ფრანგი ფერმწერის, ეჟენ დელაკრუას ცნობილ ტილოს - „თავისუფლება, რომელიც ხალხს მიუძღვის“.
ამრო ჩრდილოეთ ღაზის საზღვართან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რა დროსაც ისრაელის არმიამ ფეხში დაჭრა. 
ის ყოველ პარასკევსა და ორშაბათს, მეგობრებთან ერთად მართავს აქციებს. 
„თუ მე მოვკვდები, მინდა, ამავე დროშით დამმარხონ. ჩვენ ვითხოვთ დაბრუნების უფლებას, - ჩვენი და მომავალი თაობის ღირსებისათვის. მე საპროტესტო აქციებს იმისთვის არ ვმართავ, რომ ფოტოები მიღონ, მაგრამ ეს მმატებს ძალას, რომ გავაგრძელო ბრძოლა“ - თქვა მან სექტემბერში ჟურნალისტებთან საუბრისას. 
2014 წლის გაზაფხულიდან და ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან, ღაზის სექტორში ათასობით ადამიანი დაიღუპა. 
პირველ ივნისს წითელმა ჯვარმა ღაზაში სამედიცინო დახმარება გაგზავნა. მანამდე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა
15 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის პარალელურად, ისრაელის სამხედრო შენაერთები საზღვართან გამართულ პალესტინელების აქციას დაუპირისპირდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ბოლო მონაცემებით 100-მდე პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით 2,200 ადამიანი კი დაშავდა. ეს შეტაკება ღაზის სექტორში 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. ფაქტს მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკის ტალღა მოჰყვა. ისრაელი, ძალადობის პროვოცირებაში გასამხედროებულ ორგანიზაცია ჰამასს ადანაშაულებს.
ღაზის სექტორის საზღვარზე დაძაბულობა ამ წლის მარტიდან გამწვავდა, როდესაც სამშვიდობო პროტესტი მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა 14 მაისს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.
ჰამასი 1987 წელს დაფუძნდა ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან ჰამასი ღაზის სექტორს აკონტროლებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment