Wednesday, November 7, 2018

სერ ალან დუნკანი: საქართველო დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამაგალითოა

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრის, ალან დუნკანის განცხადებით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები საუკეთესო ფაზაშია. ის თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
სერ ალან დუნკანის თქმით, წლევანდელი უორდროპის სტრატეგიული დიალოგი ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება.
"რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავზე დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას. რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების კუთხით", - განაცხადა სერ ალან დუნკანმა.
მისი თქმით, საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამაგალითო რეგიონში. 
"ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით საქართველოს რეფორმების ამბიციურ პროგრამას. რეფორმების ამ გზაზე საქართველომ უნდა მოახერხოს თავისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად გამოყენება და სწორედ ამიტომ, ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდიდან ყოველწლიურად ოთხი მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი ამ რეფორმების მხარდასაჭერად", - განაცხადა სერ ალან დუნკანმა.
დღეს თბილისში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე რაუნდი გაიხსნა. საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიულ დიალოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა გახსნეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment