Wednesday, November 7, 2018

მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები დადგინდა

მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები განისაზღვრა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აწერს. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.
ბრძანების თანახმად, მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებით ვადად განისაზღვრა 2018 წლის 6 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. მასწავლებლების სქემაში განაწილების დამატებითი ვადები დადგინდა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც 2015 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით იყვნენ მოქმედი მასწავლებლები.
განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, 2019 წელს დანამატის გაზრდა იგეგმება მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ. 
„დირექტორებს ხელფასი 30%-ით გაეზრდებათ. ასევე დაგეგმილია პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემის მსგავსი ინსტრუმენტის შემუშავება სკოლის დირექტორების, რათა მათ გააუმჯობესონ საკუთარი უნარები და მეტად წარმატებულები გახდნენ სკოლის მართვის პროცესში“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment