Friday, December 28, 2018

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება



მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა წმიდა სინოდის სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპირკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმიდესი და უნეტარესი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

წმიდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
1. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
მისმა უწმიდესობამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ, მართალია, კრიზისი ამ ეტაპზე გაღრმავებულია, მაგრამ იმედოვნებს, რომ ღვთის შეწევნით, პრობლემები გადაილახება და ეკლესიებს შორის ძმური ერთობა აღდგება, რომ ადრეც მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი განსაცდელი ყოფილა და იგი უფლის მოწყალებით დაძლეულა.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დამსწრეთ გააცნო ორივე ეკლესიის მეთაურის მიმართვები. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს მღვდელმთავრებმა.
წმინდა სინოდმა განაჩინა:
მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თავის სამწყსოს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა.
2. კრებამ მოისმინა რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) მოხსენება XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქუთათელი მიტროპოლიტის, ანტონის (გიორგაძე), წმიდანად კანონიზების შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
მოწოდებული დოკუმენტაცია შეისწავლოს შესაბამისმა კომისიამ და დასკვნები წარდგენილ იქნას განსახილველად სინოდის შემდგომ სხდომაზე.
3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმ. სინოდის წევრებს მიმართა, რომ საჭიროა, შეიქმნას საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულება.
ამ თემაზევე ისაუბრა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
წმიდა სინოდმა განაჩინა:
შეიქმნას კომისია საქართველოს ეკლესიის სამონასტრო დებულების შესამუშავებლად.
4. კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ეკლესიის სამოციქულო-სამისიონერო მსახურების შესახებ საქართველოში.
მომხსენებელი ასევე შეეხო 12 მაისის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც. კერძოდ, ითქვა, რომ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევით წარმოიგზავნა საქართველოში წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული, რომელმაც თან ჩამოაბრძანა ხელთუქმნელი ხატი ყოვლადწმიდისა მარიამისა, როგორც ნიშანი ღვთისმშობლის მობრძანებისა მის წილხვედრ ქვეყანაში და აუცილებელია ამ ფაქტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
12 მაისი დადგინდეს ყოვლადწმიდდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.
 მიტროპოლიტმა დანიელმა ასევე ისაუბრა 2019 წელს წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის შესახებ და გამოთქვა სურვილი, რომ წმ. ნინოს ნაკვალევზე მოგზაურობაში (გზა ფარავნიდან მცხეთამდე) მომავალ წელს მონაწილეობა მიიღონ სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებმა ყველა ეპარქიიდან (ეს იქნება 30-ე მსვლელობა ამ გზაზე).
5. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) წმოაყენა საკითხი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ამაჟამად ნომინალურად შემავალი უძველესი ეპარქიის – კარის შესახებ და ითხოვა მისდამი რწმუნებული ეპარქიის სახელწოდების შეცვლა.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ტიტულატურა განისაზღვროს შემდეგნაირად: მიტროპოლიტი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის.
http://patriarchate.ge

Thursday, December 27, 2018

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ – განათლების მინისტრი

უნივერსიტეტები დაფინანსების საბაზისო მოდელზე გადავლენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მინისტრმა თქვა, კონკრეტულად როგორ მოხდება უნივერსიტეტებისთვის საბაზისო ფინანსების განსაზღვრა, მომავალი წლის იანვარში გახდება ცნობილი.
„ამის შემუშავებაში ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. მოდელზე მუშაობა დასრულებულია და ის 2020 წლიდან დაიწყებს მუშაობას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტებთან მუშაობა, რადგან ასე ხელაღებით ცვლილების შემოღება, რომელმაც გარკვეული ძვრები შეიძლება გამოიწვიოს, არ შეიძლება.შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსება გულისხმობს მეცნიერების განვითარებას, მეტი პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, ანუ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობას“, –  განაცხადა განათლების მინისტრმა.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება, უნივერსიტეტების სარეიტინგო სიის შედგენა და ამის მიხედვით სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა, მინისტრმა უპასუხა, რომ თვითონ სამინისტრო ასეთ სიას არ შექმნის, თუმცა მსგავს რეიტინგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც მიღებულია.
„დღეს საქართველოში უნივერსიტეტების რეიტინგი არ არსებობს, ამიტომ რთულია ამაზე საუბარი. თუმცა რაღაც წილად ის კომპონენტები, რასაც ჩვენ განვსაზღვრავთ, როგორი ფინანსური წყაროები მივცეთ უნივერსიტეტებს, ნაწილობრივ ამ როლს შეასრულებს, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ სარეიტინგო სიას. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო იყოს არა მხოლოდ ფინანსური წყაროს მიმწოდებელი უნივერსიტეტისთვის, არამედ იყოს იმ პოლიტიკის განმსაზღვრელი, რომელიც გრძელვადიანად შედეგზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა.
reginfo.ge

შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ - ვის ემუქრება ეკა ბესელია

ახლა შე­ვე­დით ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფა­ზა­ში, რომ მე­ო­რე ეტაპს და რა­ღა­ცე­ბის მო­ყო­ლას და­ვი­წყებ ახლა, - ასე უპა­სუ­ხა იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ჯერ კი­დევ მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სო­ფიო კი­ლა­ძეს კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მას შემ­დეგ, რაც კი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­ვირს, რა­ტომ ხდე­ბა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან ბე­სე­ლი­ას გა­დად­გო­მის სა­კი­თხის მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბა, როცა ბე­სე­ლი­ას მიერ იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და.
რო­გორც ეკა ბე­სე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მას ეჭვი აქვს, რომ მსგავ­სი სცე­ნა­რით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით ადრე იგეგ­მე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე თვით ად­რეც გავ­რცელ­და. ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით­ვე, მოვა დრო და ვი­ღა­ცე­ბი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ვი­ღა­ცე­ბი კი ისეთ ზო­ნა­ში შე­დი­ან, სა­დაც თა­ვად და­ი­კარ­გე­ბი­ან და მათ წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.
„ახლა შე­ვე­დით ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფა­ზა­ში, რომ მე­ო­რე ეტაპს ნა­ად­რე­ვად და­ვი­წყებ და რა­ღა­ცე­ბის მო­ყო­ლას და­ვი­წყებ ახლა. რო­გორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგ­მე­ბო­და. რა­ტომ იგეგ­მე­ბო­და ეს ადრე, იქამ­დეც მი­ვალთ და ვი­ღაც არ აღ­მოჩ­ნდეს ამა­ზე უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ამა­ზე სა­უ­ბარს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ და ყვე­ლას ვურ­ჩევ, ვინც და­კა­ვე­ბუ­ლია იმ პო­ზი­ცი­ით, რომ ვერ გა­უ­გია სად არის და რა­ტომ არის, ვურ­ჩევ ცოტა გა­ი­აზ­როს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ისე ილა­პა­რა­კოს. რად­გან იმ ზო­ნა­ში შევა, სა­დაც თვი­თონ და­ი­კარ­გე­ბა და ვე­ღარ გა­მო­აგ­ნებს გზას“, - გა­ნა­ცხა­და ეკა ბსე­ლი­ამ.
ეკა ბე­სე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბე­სე­ლი­ამ დღეს, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა. ამას­თან, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვანო ზარ­დი­აშ­ვილ­მაც.
რო­გორც ცნო­ბი­ლია, „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში წერ­და, რომ მმარ­თველ გუნდში ბე­სე­ლი­ას იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­დად­გო­მის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბე­სე­ლია პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რატ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე კი ანრი ოხა­ნაშ­ვილ­სა და და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა.
ambebi.ge

ბორჯომი-ანდეზიტის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ31 (ბორჯომი-ანდეზიტი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 (სოფ მელე-ლასდილი) მონაკვეთშზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
imedinews.ge

ედი მერფი შობას თავის 10 შვილთან ერთად შეხვდა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ედი მერფიმ შობა შვილებთან ერთად აღნიშნა. ოჯახური ფოტოები Instagram-ზე მისმა 29 წლის ქალიშვილმა მერფი ბრიამ გამოაქვეყნა. წვეულებას ედის ქალიშვილი ენჯელიც ესწრებოდა, რომელიც მსახიობს ჯგუფ Spice Girls-ის წევრის, მელ ბისგან ჰყავს.
მამასთან ერთად აღნიშნა შობის დღესასწაული პატარა მაქსმაც, რომელიც მსახიობის ამჟამინდელმა მეუღლემ, ავსტრალიელმა სუპერმოდელმა პეიჯ ბატჩერმა ახლახანს გააჩინა.
სხვადასხვა ცოლებისგან ედი მერფის სულ 10 შვილი ჰყავს.
imedinews.ge

შსს-მ ფონიჭალაში კაცის მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა


შსს-მ ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ე.ა. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა 1982 წელს დაბადებული რ.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად, იგი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

Wednesday, December 26, 2018

21 წლის პირი აღიარებს, რომ 23-ე სკოლასთან ხანძარი განზრახ გააჩინა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი ხანზრახ გაუჩინა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი 21 წლისაა და ბრალს აღიარებს.  
''გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა'' - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის გაჩენის დროს მაღაზიები დაკეტილი იყო.
ajaratv.ge

ქართველი სტუდენტის წარმატების საიდუმლო – გზა ვეკუას სკოლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტამდე

ფიზიკა მხოლოდ მეცნიერების დარგი და უთვალავი ფორმულის გროვა არაა, ის სამყაროს სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას იძლევა. ფიზიკით დაინტერესებული ადამიანები სწორედ ასე ხედავენ ამ დარგს და მის ხერხებს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და უამრავ კითხვაზე პასუხის გასაცემად იყენებენ. მათ შორისაა 22 წლის ლუკა ჩინჩალაძე, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის ერთადერთი ქართველი სტუდენტია. ის ფიზიკის მიმართულებაზე სწავლობს.
ლუკა თბილისში დაიბადა, გარკვეული დრო მოსკოვში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვეკუას სახელობის ფიკიზა-მათემატიკურ სკოლაში გააგრძელა სწავლა. დამამთავრებელ კლასში HMC Projects-ში გამარჯვებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 2 წელი  ლონდონში Whitgift School-ში ისწავლა,  რომელიც უმაღლესი აკადემიური მოსწრებით დაასრულა. მაგისტრატურისთვის 5 სხვადასხვა უნივერსიტეტი შეარჩია, მათ შორის University of Oxford, Imperial College London, University of Birmingham. რთული ეტაპების, ინტერვიუების, ტესტებისა და გამოცდების შემდეგ მან ხუთივე უნივერსიტეტიდან მიიღო დადებითი პასუხი, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია და არჩევანი მსოფლიოში ცნობილ და სახელგანთქმულ ოქსფორდის უნივერსიტეტზე შეაჩერა.
დღეს ლუკა ფიზიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. აქტიურადაა ჩართული ოქსფორდის უნივერსიტეტის როგორც სამეცნიერო, ასევე სპორტულ პროექტებში და თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს სასურველი სფეროს სიღრმისეულად შესასწავლად.
ფიზიკით დაინტერესების მიზეზებსა და თავისი წარმატების საიდუმლოზე ახალგაზრდა ფიზიკოსი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან studinfo-ს ესაუბრა:
– რატომ ფიზიკა ?
– ფიზიკის ინტერესი ჩემი ოჯახიდან და მშობლებიდან მომდევს. დედაჩემი პროფესიით მათემატიკოსია, ხოლო მამაჩემი ფიზიკოსი. საქართველოში, სკოლაში სწავლის დროს ყველაზე მარტივად ეს 2 საგანი გამომდიოდა, თუმცა არ ვფიქრობდი იმაზე რომ ფიზიკას ვისწავლიდიპირველად ფიზიკის სწავლაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც თავისუფალი უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე მივედი. პირველად გავიგე ისეთი კონცეპტების შესახებ როგორიც არის დროის შენელება, შროდინგერის კატის პარადოქსი, სუპერსიმეტრია. ყოველივე ამის შემდეგ კი იყო ლექცია ფიზიკოსების სამომავლო პროფესიებზე. ფიზიკამ მომხიბლა არამარტო სამყაროს მათემატიკური ფორმულირებით, არამედ იმითი, რომ ფიზიკოსები არ არიან შევიწროებულნი თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მომავალში. ფიზიკოსები არიან ყველგან, როგორც მეცნიერებაში და უნივერსიტეტებში, ასევე  საინვესტიციო ბანკებში, ფინანსებში, პროგრამირებაში, ტექნიკაში, ინჟინერიაში, ბიზნესში, პოლიტიკაში. ერთი სიტყვით თუ უნივერსიტეტში ფიზიკას ვისწავლიდი სამომავლოდ ნებისმიერ სფეროში შემეძლებოდა მუშაობა, რომელსაც ავირჩევდი.
რა თქმა უნდა,  ეს მხოლოდ მაშინ გამოვა თუ ფიზიკა უაღრესად გაინტერესებს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მაშინ მივიღე როდესაც ერთ-ერთ ზაფხულს პოპულარული ფიზიკის წიგნებს ვკითხულობდი, როგორებიცაა: In Search of Schrodinger’s cat, The Elegant Universe, A Brief History of Time. ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ მზად ვიყავი ფიზიკას შევჭიდებოდი.
როდესაც, უნივერსიტეტებს ვარჩევდი ოქსფორდზე სერიოზულად არც ვფიქრობდი. გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო, რატომაც არა, ბოლოს და ბოლოს კიდე 4 შანსი მქონდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.  Whitgift School  საკმაოდ გამოცდილი იყო ამ პროცესში და ეხმარებოდა მოსწავლეებს, რომ მათი მოხვედრის შანსები გაზრდილიყო. მეც გამოვიყენე ეს საშუალება. ვწერდი მოსამზადებელ ტესტებს,  სკოლამდე და სკოლის შემდეგ მქონდა დამატებითი გაკვეთილები ფიზიკასა და მათემატიკაში, სკოლა რეგულარულად მიტარებდა საცდელ ინტერვიუებს, ვკითხულობდი ფიზიკის წიგნებს. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ არ მეგონა რომ სათანადოდ კარგი ვიყავი ოქსფორდში ჩასაბარებლად,  ყველაფერი გავაკეთო რაც შემეძლო. ფიზიკაში ტესტირების და 3 ინტერვიუს შემდეგ 1 თვეში მომივიდა ოქსფორდიდან თანხმობა.
ვფიქრობდი, მინდოდა თუ არა ამ უნივერსიტეტში სწავლა, რადგან ყველამ იცის თუ რა სტრესთან არის ეს დაკავშირებული. მივხვდი რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. მე მჯერა, რომ წარმატების მისაღწევად არ არის აუცილებელი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდე. უამრავი მაგალითია იმისა, როდესაც ადამიანებს სულაც არ დაუმთავრებიათ უმაღლესი სასწავლებელი და მაინც წარმატებულები არიან. ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მოველი იმას, რომ ის ამ ყველაფერს გაამარტივებს, გააღებს ბევრ იმ კარს, რომელიც სხვაგვარად დაკეტილი იქნებოდა.
– რას ფიქრობ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებზე და სწავლის ხარისხზე ჩვენ ქვეყანაში ?
– ქართული უნივერსიტეტების სწავლების შესახებ ბევრი არ ვიცი. ისევ აბიტურიენტი რომ ვიყო, ალბათ, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. ერთადერთი, რაც არ მომწონს ქართულ უნივერსიტეტებში ეს იმ საგნების სწავლაა, რომელიც შენ დიპლომთან პირდაპირ კავშირში არაა. ოქსფორდში მხოლოდ და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც ჩემ საგანთანაა კავშირში. რად მინდა მაგალითად, ფსიქოლოგიის სწავლა, როდესაც მე ქიმია ან მათემატიკა მაინტერესებს. ხშირად სტუდენტებს უწევთ ასეთი საგნების სწავლა, რათა საჭირო კრედიტების რაოდენობა დააგროვონ. ამის არგუმენტად ყოველთვის ზოგადი განათლება მოჰყავთ. ჩემი აზრით, ზოგადი განათლების მოცემა სკოლის და ოჯახის მოვალეობაა, ხოლო უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ ის უნდა ისწავლო, რაც აირჩიე.
– გარდა სწავლისა რას საქმიანობ თავისუფალ დროს? გვიამბე შენ ინტერესებზე.
– ოქსფორდში უამრავი კლუბი და საზოგადოება გვაქვს. ყველაზე აბსურდული რაც კი მსმენია მაგალითად არის – „ღვინის დაგემოვნების საზოგადოება“. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალ დროს ოქსფორდში პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რისი ინტერესიც გაქვს.
ვარ ოქსფორდის კალათბურთის მეორე გუნდის წევრი და კვირაში დაახლოებით 8 საათს ამ სპორტს ვუთმობ. აუცილებელია, რომ სწავლის გარდა სხვა რამეში დახარჯო ენერგია, გადაიტანო ყურადღება. ეს მეხმარება სტრესის კონტროლში და ფიზიკური ენერგიის დახარჯვაში, რადგან ხშირად მთელი დღე მიწევს ბიბლიოთეკაში ერთ ადგილას ჯდომა.
ასევე მიტაცებს თხილამურებზე სრიალი. ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები აწყობენ ერთიან პროექტს სახელად “Varsity Trip”, სადაც 4 ათასამდე სტუდენტი ამ ორი სასწავლებლიდან მიდის საფრანგეთში სასრიალოდ. საღამოობით, ხშირად, რამდენიმე მეგობარი ბარში მივდივართ და 1 კათხა ლუდს ვსვამთ, ამასთან აუცილებელად ვსაუბრობთ გასულ კვირაზე, პოლიტიკაზე, “Brexit”-ზე, ლექციებზე, ვწუწუნებთ თუ როგორი რთულია სწავლა ან როგორი ცუდი ამინდი იყო იმ დღეს. გაუთავებელი წუწუნი ხომ ყველა ბრიტანელის საყვარელი რამაა. ზაფხულობით კი კვირაში ერთხელ,  ვენეციური გონდოლების მსგავსი პატარა ნავებით ვსეირნობ მდინარეზე მეგობრებთან ერთადგაგვიმხილე შენი წარმატების საიდუმლო.
ჩემი წარმატების საიდუმლო მარტივია. დაისახო მიზანი, შეაფასო რა გჭირდება მის მისაღწევად და გააკეთო მაქსიმუმი, რაც შეგიძლია, არ შეუშინდე პირველად წარუმატებლობას და აუცილებლად სცადო კიდევ.
არასდროს არ ვყოფილვარ ყველაზე შრომისმოყვარე სტუდენტი, თუმცა წარუმატებლობის შიში უფრო ცუდია ვიდრე სიზარმაცე. ამიტომაც როდესაც საჭიროა ბევრს ვშრომობ. თუმცა მხოლოდ შრომა არაა საკმარისი, უმჯობესია ჭკვიანურად იშრომო. შეაფასე შენი პრიორიტეტები სწორად, განსაზღვრე რა მოიტანს უფრო დიდ შედეგს და გააკეთე ის.
სწავლის დროს მხოლოდ ბიბლიოთეკაში ჯდომა და წიგნების კითხვა საკმარისი არაა. თუ კითხვისას რამეს ვერ გაიგებ, ჰკითხე შენ მეგობრებს თუ როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ პრობლემას, დაუსვი კითხვა შენს ლექტორს ან მასწავლებელს. ფიზიკაში ხშირად ვაწყდები პრობლემებს, რომელსაც ვერ ვხსნი და დღეები მიფიქრია მათზე. პირველი დამხმარე ყოველთვის წიგნია. თუ პასუხს პირველივეში ვერ იპოვი ,სცადე მეორე, მესამე. ხანდახან უმჯობესია შეისვენო, პრობლემას შორიდან შეხედო, იქნებ რამე გამოგრჩა ან უფრო მარტივია ვიდრე შენ გგონია.
რაც შეეხება უცხოეთში სწავლას, ჩემი რჩევაა აჩვენე რომ გარდა კარგი აკადემიური შედეგებისა, გაქვს რეალური ინტერესი ამ საგანში. წაიკითხე სტატიები, პოპულარული წიგნები შენ საგანზე,  უყურე ვიდეოებს იუთუბზე, მიიღე მონაწილეობა ოლიმპიადებში, კონკურსებში. ეს ყველაფერი დაამტკიცებს რომ შენ ამ საგნის რეალური ინტერესი გაქვს.
ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი ჩემს მშობლებს მიუძღვით, რომლებმაც სწორად დამისახეს გზა, რომელიც უნდა გამევლო. მათ მიმიყვანეს ვეკუას სკოლაში, ისინი მაქეზებდნენ და მეხმარებოდნენ, როდესაც ვყოყმანობდი ოქსფორდში ჩაბარებაზე.
– გვიამბე სამომავლო გეგმებზე.
– ამჟამად ვარ დაინტერესებული “Machine Learning”-ით. ჩემი სამაგისტრო პროექტიც ამაზეა და იყენებს ამ ხერხს გალაქტიკების კლასიფიკაციისთვის.  თუმცა ML-ის (Machine Learning) გამოყენება ბევრ სხვა სფეროში შეიძლება გარდა მეცნიერებისა. სხვადასხვა დიდი თუ მცირე უცხოური კომპანია, როგორიცაა: Google, Facebook.,J.P. Morgan, Jane Street Capital და ბევრი სხვა,  უკვე იყენებენ ამ ხერხს, რომ უფრო კონკურენტ უნარიანები გახდნენ შესაბამის მარკეტში. მეც სამომავლოდ ამ სფეროში წარმოვიდგენ ჩემს თავს.
მომავალი 4-5 წლის განმავლობაში ბრიტანეთში დარჩენა და მუშაობა მსურს, ხოლო ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნება და ჩემი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება მინდა. კონკრეტული ხედვა თუ რას გავაკეთებ 10 წელიწადში არ მაქვს, როგორც იტყვიან – ცხოვრება გვიჩვენებს.
ავტორი: ანა ურუშაძე
http://studinfo.edu.aris.ge/

რუსები დაგვცინიან, რა კარგად ცხოვრობთო..." - აფხაზეთში ყოველწლიურად ტონობით მანდარინს ყრიან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ტყვარ­ჩე­ლის რა­ი­ონ­ში ტო­ნო­ბით ციტ­რუსს ყრი­ან. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია "აია­რას" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ომარ წვიჟ­ბას თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბამ 250 ტო­ნა­ზე მეტი მან­და­რი­ნი გა­და­ყა­რა და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, რად­გან ასე ხდე­ბა ყო­ველ წელს.
"მყიდ­ვე­ლი ძი­რი­თა­დად, სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის ციტ­რუსს ყი­დუ­ლობს, და­ნარ­ჩენს, თით­ქმის ყო­ველ წელს ვყრით..." - აცხა­დებს წვიჟ­ბა. თუმ­ცა, პი­რად სა­უ­ბარ­ში დას­ძენს, რომ 2018 წელს 500 ტონა მან­და­რი­ნი მი­ი­ღეს, მაგ­რამ მისი ნა­ხე­ვა­რი გა­და­ყა­რეს და ინ­ტერ­ნეტ­ში სწო­რედ ეს კად­რე­ბი მოხ­ვდა.
წვიჟ­ბას ცნო­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ იყოს, ისი­ნი და­წუ­ნე­ბულ მან­და­რინს არ გა­დაყ­რიდ­ნენ და თუნ­დაც 3-4 რუბ­ლად გა­ყიდ­დნენ, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო... მყიდ­ვე­ლე­ბი მათ­თან თა­ვად მი­დი­ან, რაც ხარ­ჯებს ამ­ცი­რებს, თუმ­ცა სტან­დარ­ტულ თან­ხას ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან ეს ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის თე­მაა და სა­ი­დუმ­ლოა", - ამ­ბობს ის.
ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ის არის, რომ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ციტ­რუ­სის შე­ტა­ნა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო გარ­თულ­და.
"სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ის" დი­რექ­ტო­რი დაურ ჯო­პუა აცხა­დებს, რომ ამ წელს ციტ­რუ­სის დიდი შე­მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, მაგ­რამ რენ­ტა­ბე­ლუ­რი მა­ინც არ არის.
"სა­ზღვარ­ზე 12-13 რუბ­ლის გა­დახ­და გვი­წევს, ასე­ვე თან­ხას ვუხ­დით მტვირ­თა­ვებს... მა­ნამ­დე კი, ნა­ყო­ფი სუ­ნი­ან­მა ხო­ჭომ (აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა) რომ არ გა­ა­ფუ­ჭოს, მან­და­რი­ნის ხეს 4-ჯერ მა­ინც ვწამ­ლავთ, ამის შემ­დეგ კი, მყიდ­ვე­ლი მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, რომ 15 რუბ­ლად მივ­ყი­დო, მა­შინ როცა მისი მოყ­ვა­ნა 25 რუბ­ლი უკვე მიჯ­დე­ბა, მო­გე­ბა ხომ უნდა დამ­რჩეს?!" - აცხა­დებს ჯო­პუა.
ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ჯო­პუა იტყუ­ე­ბა, რად­გან რე­გი­ონ­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი ფასი, 8 რუბ­ლი­დან იწყე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნი­სა და მისი შრო­მის და­ცინ­ვაა.
"ხა­ჯიმ­ბა გვამ­შვი­დებს, რომ აფხა­ზეთ­ში სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ასა­დი ჩა­დის და ის მოგ­ვიგ­ვა­რებს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, ოღონდ მას შემ­დეგ, რაც ტე­რო­რის­ტებს და­ა­მარ­ცხებს და მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ სი­რი­ას აღად­გენს..." - წერს გუ­და­უ­თე­ლი ალი­ას გა­დე­ლია.
"რუ­სე­ბი დაგ­ვცი­ნი­ან - რა კარ­გად ცხოვ­რობ­თო... ხომ ვი­ცით, რომ არც თვი­თონ ცხოვ­რო­ბენ უკე­თე­სად, მაგ­რამ ჩვენ­ზე წინ მა­ინც არი­ან, თან ჩვენ მათ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლაფ­რით და ყვე­ლა­ნა­ი­რად, ამი­ტო­მაც აქვთ უფ­ლე­ბა დაგ­ვცი­ნონ... ერთ დღეს ფსო­უს სა­ზღვა­რი რომ ჩაგ­ვი­კე­ტონ, მათ დიდი არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბათ, ჩვენ კი ნამ­დვი­ლად და­ვი­ხო­ცე­ბით, ეს იცი­ან და ამი­ტო­მაც ისე­თი პო­ლი­ტი­კა აქვთ - ისე მო­ი­ქე­ცით, რომ ერთ დღეს ეს არ მოხ­დე­სო..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ირაკ­ლი სუ­ხუმსკი.
"ასე­თი მდი­და­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს, ყვე­ლა სე­ზონ­ზეა რა­ღაც ისე­თი, რის­გა­ნაც სარ­გებ­ლის ნახ­ვა შე­იძ­ლე­ბა, ზა­ფხულ­სა და ზამ­თარ­ში ტუ­რიზ­მი, ზღვი­სა და მთის, ხილ-ბოსტნე­უ­ლი, თხი­ლი, ციტ­რუ­სი, მაგ­რამ არც ერთი სფე­რო არ არის აწყო­ბი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ ნარ­კო­მა­ნია ყვა­ვის... ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა მო­უ­ა­რეს, მო­იყ­ვა­ნეს და დაკ­რი­ფეს მან­და­რი­ნი, მაგ­რამ იმ­დე­ნი ხანი იდ­გნენ ფსო­უ­ზე რიგ­ში, რომ და­ულ­პათ, იქ არ გა­და­აყ­რე­ვი­ნეს, ამა­ზე ცალ­კე ჯა­რი­მა არი­სო, აქ ჩა­მო­ზი­დეს და 5 ტო­ნამ­დე მან­და­რი­ნი ხევ­ში გა­და­ყა­რეს... ასე ვა­შე­ნებთ ეკო­ნო­მი­კას..." - ამ­ბობს სო­ხუ­მე­ლი საშა ლაგ­ვი­ლა­ვა.
ambebi.ge

ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რამდენიმე სავაჭრო ობიექტს ცეცხლი განზრახ გაუჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 9 სავაჭრო ობიექტი, ზარალის საერთო ოდენობამ კი მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან გამოკითხვისას, ასევე, აღიარა, რომ 30 აგვისტოს ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ხანძარი განზრახ გააჩინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge

ათენში ეკლესიასთან აფეთქება მოხდა


ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა. შედეგად 1 სამართალდამცველი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
შემთხვევა წმინდა დიონისეს ეკლესიასთან მოხდა. ექიმების ცნობით, პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
17 დეკემბერს ათენში აფეთქება ტელეკომპანია Ski TV-ის ოფისთანაც მოხდა.
imedinews.ge

პროვინციალიზმი და მისგან განკურნების რეცეპტი”-ზურა ოდილავაძე

პროვინციალიზმი და მისგან განკურნების რეცეპტი
დასაწყისისთვის დავსვამ კითხვას: რატომ გამოიყურება მაგალითისთვის, უბრალო გლეხი თავისი ,,გოიმური“ კილოთი, ღარიბული ჩაცმულობითა და დაბალი განათლებით, როგორც კეთილშობილი ადამიანი, რომელიც მხოლოდ სიმპათიას იწვევს, ხოლო მდიდრულად ჩაცმული, გაპრანჭული და თითქოს დახვეწილი საუბრით ქალი (მამაკაცი) ხშირად სიცარიელისა და პროვინციალის განცდას ტოვებს?
უყურებ ამ არსებას და ის იმდენად აგრესიულია, დამცინავი ტონითა და საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით გესაუბრება, საუბარს არც გაცლის, რომ ადამიანს გიჩნდება გადაულახავი სურვილი, საპირისპირო პოზიციას დაუჭირო მხარი. ცხადია, ის ყოვლისმცოდნეობის სენითაა შეპყრობილი, რაც გარშემომყოფებში მხოლოდ მიუღებლობას იწვევს. ხატოვნად რომ ვთქვათ, როგორც კი შენ ცანიზმითა და ამპარტავნების ფრთებით ცდილობ სხვაზე ამაღლებას, შენი კუდის ბუმბული (პერო) პროვინციალიზმის კვამლის გამოშვებას იწყებს.
აქვე დავამატებ:
– კუტოკი თუ სექტა, იქნება ეს სვეტური თუ რელიგიური უკვე წაიგოიმებს, როგორც გამორჩულობისა და სხვაზე ამაღლების მცდელობა.
ამავე ამაღლების მიზეზითვე:
– მონტენის, ნიცშეს, კანტის, შოპენჰაუერის, იუნგისა და ფუკოს შემდეგ, ინტელექტუალური მანჭვები, ვითომ ფილოსოფიური ნადები და ბუნდოვანების ნაფიფქი… – უსაშველო ქაჯობაა!
– მოდური, განსხვავებული ჩაცმა ძალიან კარგია, მაგრამ მუდამ და მხოლოდ ,,შანელი“, ,,გუჩი“ და ,,არმანი“ მაგარი გოიმობაა!.
– უაპელაციო ტონი და უალტერნატივო განცხდებებიც იგივე მიზეზით პროვინციალიზმის ნიშანია.
– აგრესია, შური და ბოღმა, დაუნდობლობა და სისასტიკე დაბალი წარმოსახვის მაჩვენებელია, რაც აუცილებლად გოიმობამდე მიგივყვანს…
– ჰო, არ გამომრჩეს – რუსეთი, თავისი ესტრადით, ხომ გოიმობის მწვერვალია!
ძლივს მსოფლიო ჩვენთვისაც გაიხსნა – ლონდონი, რომი, პარიზი, ბერლინი, ამსტერდამი, ნიუ იორკი… მეგონა, ადგილობრივი გაქანების სვეტებს ოდნავ მაინც რაიმე ეშველებოდათ – არა, ისევ ჩვენ უნდათ დაგვაბოლონ… მათი განდიდების სურვილი და გარშემომყოფების აბუჩად აგდება იმდენად გამომწვევია, რომ ცხადია – ეს აგრესიული დაცვითი რეაქციაა, რომლის უკანაც საკუთარი მეორეხარისხოვნების განცდა იმალება…
მოკლედ, ჩვენში ასეა – ზაქათალის ოლქის სვეტები იხარშებიან კონსერვის ქილაში და დარწმუნებულნი არიან (თუ თავს იბოლებენ – ასე აწყობთ), რომ… ამ ქილით შემოიფარგლება სამყარო.
ახლა რა ეშველება ამ სენს?
ქაჯობა ისაა, შენი ადგილი (ზომა – წონა) რომ არ იცი. ყოველივე
უზომო – გოიმობა ხდება, ხოლო სწორედ ზომიერებაშია გემოვნება და დახვეწილობა. 
პიროვნების განვითარების ყველაზე დიდი მიღწევა შემდეგია: თან იყო მკვეთრად გამოხატული ინდივიდი და, იმავდროულად, ჩვეულებრივი, როგორც ყველა. სწორედ ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაშია გოიმობის დამარცხების უებარი წამალი. 
მოკლედ, პროვინციალიზმის განკურნების რეცეპტი ასეთია: 1.თავმდაბლობა; 2. უბრალოება; 3. ზომიერება.
დაიცავი ეს წესები და შენ ვერავინ დაგწამებს პროვინციალიზმს, თუმცა,
წიგნის გარეშე მაინც არ გამოვა… 
და მთავარი – ნუ იჭინთები!
დაიმახსოვრე, ყველა ადამიანი ცხოვრების პროცესში გადის დახვეწის პროცესს, აქ მთავარია არ შეგეტყოს, რომ იჭაჭები – ეს თითქოს თავისთავად, დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს… და არა ერთბაშად, მანქანისა თუ პრესტიჟულ უბანში ბინის ყიდვით.
იღვაწე და ატვეჩაი ვარ, შენ გამოგივა – გახდები სვეტი!”
მწერალ ზურა ოდილ;ავაძის ფეისბუქ-გვერდიდან.
infopostalioni.com

საქართველოში ხვალ თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი

27 დეკემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით, ასევე, ნისლი და ქარბუქი.
რაც შეეხება ტემპერატურას, საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება. „დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმაც, ზოგან თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა 28 დეკემბერსაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ისევ ნალექიანი ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი დღისით გამოიდარებს
imedinews.ge

პოლ მაკარტნიმ ფანებს ცოტა ჭამა ურჩია

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა პოლ მაკარტნიმ საშობაოდ თავის ფანებს მიმართა. The Beatles-ის ყოფილმა წევრმა თაყვანისმცემლებს ურჩია, მას არ მიბაძონ. მის მიმართვას ABC News-ი ავრცელებს.
„არ ჭამოთ და სვათ ბევრი. ვიცი, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თქვენ არ უნდა მომბაძოთ“ , - განაცხადა მან.
76 წლის მუსიკოსმა შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, დღესასწაულის არსი სიყვარულსა და მშვიდობაშია.
imedinews.ge

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა

ბათუმში, ხიმშიაშვილი #20/ა ლიფტი ჩამოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებული ლიფტის კადრები სოციალურ ქსელში კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებელმა დადო.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თვითმხილველი ყვება, რომ ის ლიფტს მე-12 სართულზე ბავშვთან ერთად ელოდებოდა, ლიფტი გამოიძახა თუმცა მის სართულზე არ გაჩერდა. გაიგონა ლიფტის ჩავარდნის ხმა და ის, რომ ვარდნის დროს ორ ადგილზე  ლიფტი შეყოვნდა. 
"ორჯერ შეყოვნდა, სხვა არაფერი დამინახავს, როცა ჩამოვედი პირველ სართულზე მითხრეს, რომ მამაკაცი იმყოფებოდა ლიფტში, თუმცა არ დაშავებულა. მე ცარიელი კაბინა დამხვდა, რომელიც იყო დაზიანებული და გადავიღე. საინტერესოა, არავინ აკონტროლებს ლიფტების უსაფრთხოებას?" - გვითხრა ნადია ჟუკოვამ, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს და ფოტო და ვიდეო მასალაც მოგვაწოდა.  
ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს. რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს და არის უსაფრთხო ობიექტის ჩაბარების დროს უნდა შემოწმდეს, შემდეგ კი ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტაქტორი კომპანია, რომელიც იქნება ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.  
თუ დაფიქსირდა ლიფტის ჩამოვარდნის ან სხვა ფაქტი, მაშინ პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. ისინი 3 წელიწადში ერთხელ, შერჩევითად, რამდენიმე ობიექტს გეგმიურად ამოწმებენ, სისტემატური კონტროლი ყველა ობიექტის კი ვერ ხერხდება. იციან თუ არა ამ ფაქტის შესახებ, ინფორმაციას სამინისტროდან ველოდებით. 
რამდენიმე თვის წინ კი, მსგავსი თემის მომზადების დროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ბერიძემ გვითხრა, რომ ქალაქში რისკფაქტორები ამ თვალსაზრისით გაზრდილია. 
"ჩვენი სამსახურში 4 ადამიანი მუშაობს, აქედან ერთი სამდივნოა, კონტროლს კი 42 მიმართულებით ვახორციელებთ, ლიფტები კი ერთ-ერთი ნაწილია. კანონმდებლობით, ჩვენ ლიფტების მონიტორინგი არ გვეხება, ჩვენ შემოსულ განცხადებების შეთხვევაში ვამოწმებთ ობიექტებს, ან გეგმიურად, 3 წელში ერთხელ ვაკონტროლებთ, რამდენად შეასრულეს კანონით დაკისრებული ვალდებულება ობიექტის მფლობელებმა, ამხანაგობებმა და შეამოწმეს ლიფტის უსაფრთხოება. რამდენად აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება კერძო პირთან, რომელიც სისტემატურად უვლის და პასუხისმგებელია ლიფტის უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ მთელი ქალაქის მონიტორინგს ვერ ვახდენთ, მით უფრო ობიექტების, რომელიც ოფიციალურად ჩაბარებული არ აქვს მერიას და არ ფიქსირდება, როგორც ექსპლუატაციაში შესული სახლი, თუმცა იქ ცხოვრობენ მოქალაქეები და ჩართულია ლიფტები" - გვითხრა დავით ბერიძემ, მას შემდეგ კი მათ ფუნქციურ ნაწილში არაფერი შეცვლილა. 
ajaratv.ge