Saturday, December 15, 2018

ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი იმართება

თბილისში, ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს.
ღონისძიებაზე ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.
ფესტივალზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს თაფლი დააგემოვნოს. ასევე მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.
ღონისძიება ვაკის პარკში დღის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალი საქველმოქმედოა და შესული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment