Saturday, December 15, 2018

უკრაინის ახალი ეკლესიის დასამტკიცებლად გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ კიევში წმინდა სოფიას ტაძარში გამაერთიანებელი კრება ტარდება, რომლის შემდეგაც დაფუძნდება ახალი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია და აირჩევა ეკლესიის წინაღმძღვარი.
გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი ესწრება. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირია შეკრებილი.
როგორც ცნობილია, კრებას საფრანგეთის მიტროპოლიტი, ემანუელი ხელმძღვანელობს. მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამაერთიანებელ კრებაზე მთავარი პრეტენდენტები, პატრიარქის  მონაცვლე ეპიფანე,  კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი, ასევე  ლუკცის  და  ვოლინის  მიტროპოლიტი მიქაელი არიან.
კრებას ასევე ესწრება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს. 
ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.
11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment