Saturday, December 15, 2018

კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
"როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შსს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს დაიცავს. უწყების ცნობით, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment