Sunday, December 16, 2018

მამუკა ბახტაძე: ნურავის ექნება ილუზია, რომ დისონანს შემოიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში

პრემიერმინისტრი გურჯაანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პროტესტი.
"პოლიციამ შესთავაზა ყველას, რომ ესარგებლათ ალტერნატიული გზით მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში არის შემდგარი დემოკრატია. როდესაც ადამიანი გაიმარჯვებს და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა.
ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. საპარლამენტო დემოკრატიაზე რომელიც არის  კიდევ ერთხელ გადადგმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე რასაც ჰქვია ინტეგრაცია  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ თელავში. 
ველისციხეში ვითარება დაიძაბა. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებული რჩება პოლიცია. აქციაზე შეხლა-შემოხლაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. მათ რამდენიმე მეტრით წინაც გაიწიეს.
გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.
მმართველი გუნდი ნაციონალურ მოძრაობას ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეეძლოთ დასწრებოდნენ ინაუგურაციას ნაცვლდ იმისა, რომ შუბლი მიედოთ პოლიციელებისთვის.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment