Tuesday, January 29, 2019

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

2019-2020 წლებ­ში თბი­ლი­სის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი რამ­დე­ნი­მე მას­შტა­ბურ პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს კახა კა­ლა­ძემ გა­მარ­თა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩი­სა და მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ებს იწყებს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 18 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.
„ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, გვექ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი გზა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ტენ­დერს ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა­ცხა­დებთ. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2019 წლის ბო­ლოს­თვის მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შემ­დე­გი პრო­ექ­ტი გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გზა­გამ­ტა­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 800 000 ლა­რია;
ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სა­ქა­ლა­ქო პარ­კის მო­წყო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 11 620 192 ლა­რია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2020 წელს დას­რულ­დე­ბა.
"შემ­დე­გი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბაა. ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რს ვსა­უბ­რობთ ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და მო­სახ­ლე­ო­ბამ, რათა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­როთ. გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უკვე შე­მო­ვი­ღეთ, გა­ვამ­კაც­რეთ მიდ­გო­მა სამ­შე­ნებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის შექ­მნას
არ­ცერ­თი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვა არ გა­ცე­მუ­ლა ჩვე­ნი მხრი­დან მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბის ხარ­ჯზე და ა.შ. ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა იმას, რომ ბევ­რი მწვა­ნე სივ­რცე შევ­ქმნათ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ უკვე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი. გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­შიც გა­წე­რი­ლია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ქა­ლა­ქო პარ­კე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. დიღ­მის ჭა­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი უკვე არ­სე­ბობს და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ინ­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვას გა­მო­ვა­ცხა­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პრო­ექ­ტებ­ში, სო­ფელ დი­ღომ­ში წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც შე­დის, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 000 000 ლა­რია; 2019 წელს ასე­ვე, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე წყა­ლა­რი­ნე­ბის ქსე­ლის ეტა­პობ­რი­ვი მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, 1 900 000 ლა­რია.
„სო­ფელ დი­ღომ­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რად­გან წყა­ლა­რი­ნე­ბის არა­ნა­ი­რი ქსე­ლი არ არ­სე­ბობს. შარ­შან ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად არის და­ყო­ფი­ლი. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს მუ­ხი­ა­ნის აგა­რა­კებ­ზე, სა­დაც ასე­ვე, არ არის საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ვერ მო­ე­წყო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს პრო­ექ­ტი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი 2019 წელს სას­ტუმ­რო „რე­დი­სო­ნის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი გვი­რა­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც ჩა­ა­ტა­რებს, რომ­ლის ბი­უ­ჯე­ტი 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მეტ­რო­სად­გურ „რუს­თა­ვე­ლის“ მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო გა­სას­ვლე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე კი, 1.3 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მიმ­დი­ნა­რე წელს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე - 45 000 000 ლარი, გარე გა­ნა­თე­ბის ქსე­ლის მო­წყო­ბა­ზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბა­ზე - 7 085 489 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა; მო­ნუ­მენ­ტის - „ადა­მი­ა­ნი და მზე“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 553 970 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტიც მიმ­დი­ნა­რე წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის გზა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პირ­ველ ეტაპ­ზე, მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­თა­და­რი­გო ზო­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­ვი­წყეთ. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლი უკვე შეც­ვლი­ლია. საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, მთლი­ა­ნად გა­ნახ­ლდე­ბა მწვა­ნე სა­ფა­რი და გა­ნა­თე­ბის ქსე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნუ­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას, ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს - მწვა­ნე სივ­რცე­ე­ბი თა­ვი­დან არის შე­საქ­მნე­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­ე­წყო­ბა სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, გა­ნა­თე­ბა, შე­იქ­მნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი სივ­რცე გაჩ­ნდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
მიმ­დი­ნა­რე წელს ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის (13 000 000 ლარი), ვე­კუა-ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი­სა (10 000 000 ლარი) და კან­დე­ლა­კის (1 600 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.
"და­გეგ­მი­ლი გვაქვს ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც, სა­დაც მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, სრუ­ლად მო­წეს­რიგ­დე­ბა, რო­გორც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და გარე გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა. ასე­ვე ვგეგ­მავთ, ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ლის შექ­მნას იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­ად­გილ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
2019 წელს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ასე­ვე, ვე­ტე­რან­თა, დას­ვე­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის პარ­კის (კიკ­ვი­ძე) სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 900 000 ლა­რია.
"სა­მუ­შა­ო­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მოხ­დე­ბა პარ­კის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი სივ­რცე­ე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, მო­ე­წყო­ბა ამ­ფი­თე­ატ­რი და ვე­ლო­ბი­ლი­კი. ამ და ყვე­ლა სხვა სა­ქა­ლა­ქო პარკში მო­ე­წყო­ბა სპორ­ტუ­ლი ზონა - ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, რომ­ლით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.
გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, მდი­ნა­რე გლ­და­ნუ­ლა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხი­დე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს 4 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც მიმ­დი­ნა­რე წელს იგეგ­მე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩი­სა და წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის (ბა­გე­ბი) და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბაა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.
„ესეც ორ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტია. ყვე­ლამ იცის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც შარ­შან გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. ეს პრო­ექ­ტი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ბა­გე­ბი­დან სა­ბურ­თა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­უ­წყობს ხელს და ზო­გა­დად, არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას გან­ტვირ­თავს“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.
2019-2020 წლებ­ში ასე­ვე, იგეგ­მე­ბა დიდი დიღ­მი­სა (12 000 000 ლარი) და ვარ­კე­თი­ლის (12 000 000 ლარი) მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.
"ეს არის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა, სა­ცუ­რაო აუზი, მე­დი­ა­თე­კა, კა­ფე­ე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა. ანა­ლო­გი­ურ პრო­ექ­ტებს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში ისევ წარ­მო­ვად­გენთ, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მო­მა­ვალ წელს და­ვი­წყებთ“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
გზა­გამ­ყო­ფი კუნ­ძუ­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 753 773 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა;
იგეგ­მე­ბა ასე­ვე, ვაშ­ლი­ჯვრის გზა­გამ­ტა­რის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 700 000 ლა­რია.
კახა კა­ლა­ძემ მშრა­ლი ხი­დი­სა და ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტზეც ისა­უბ­რა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 900 000 ლა­რია.
„ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქვს მიმ­დე­ბა­რე არე­ა­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მათ შო­რის, დე­და­ე­ნის ბა­ღის. გვინ­და, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­წეს­რი­გოთ. მწვა­ნე სივ­რცე­ებს, რო­მე­ლიც დე­და­ე­ნის ბაღ­ში სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მო­წეს­რი­გე­ბა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ინ­ტე­რე­სი საკ­მა­ოდ დი­დია. ამას­თან, ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ედ­ნის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში იქ­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.
2019-2020 წლებ­ში მოხ­დე­ბა ფი­როს­მა­ნი­სა (50 000 000 ლარი) და გუ­დი­აშ­ვი­ლი-ფურ­ცე­ლა­ძის (45 000 000 ლარი) ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.
"ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ მსხვი­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სახ­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­დე­ბა. აქაც ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა გვაქვს. მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მთლი­ა­ნად გვინ­და მო­ვა­წეს­რი­გოთ და გა­მო­ვას­წო­როთ" - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
გორ­გა­სა­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე მტკვრის გას­წვრივ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე, მიმ­დი­ნა­რე წელს 110 000 000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა.
"გვინ­და, რომ მო­ვა­წყოთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გვი­რა­ბი, გვი­რა­ბის ზე­მოთ კი, მწვა­ნე სივ­რცე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ის­ტო­რი­ულ ად­გილ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია გამ­წვან­დე­ბა და მო­წეს­რიგ­დე­ბა. ასე­ვე, გვინ­და სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მეტ­რო­სად­გურ „ავ­ლა­ბარ­თან“ გა­და­ვა“, - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.
მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე, მე­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­სა და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ
ambebi.ge

No comments:

Post a Comment