Sunday, January 27, 2019

პარიზში საპროტესტო მსვლელობა „წითელმა ყელსახვევებმაც“ დაიწყეს

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციებზე ძალადობის ფაქტებს ორგანიზაცია „წითელი ყელსახვევები“ აპროტესტებს და პარიზის ქუჩებში მარშს ამჯერად ის აწყობს. აქციის წევრები ქვეყანაში წესრიგის აღდგენას მოითხოვენ.
საპროტესტო მსვლელობა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გადაიცემა. პერიოდულად გაისმის „მარსელიოზას“ მღერის ხმა. აქციის წევრთა უმეტესობას ტანსაცმელზე წითელი ელემენტი აქვს დატანილი - ყელსახვევი, ქუდი, ზურგჩანთა, ქოლგა, ან სულაც წითელი ქურთუკი აცვია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ კარგად ესმით „ყვითელი ჟილეტების“ უკმაყოფილება, თუმცა ეწინააღმდეგებიან პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევას.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment