Sunday, January 27, 2019

რა არის სექსტინგი. გარჩევა

სექსტინგი - ეს არის გზავნილი (მესიჯი), რომელიც შეიცავს სექსუალური ხასიათის ტექსტს ან ფოტოს. რა თქმა უნდა, სექსტინგი დასაშვებია მხოლოდ მათთვის, ვინც 18 წელზე უფროსისაა და მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი (ან სულ მცირე მისით დაინტერესებული პირი), რომელთანაც ამ შინაარსის მესიჯებს გააგზავნის. სექსტინგის დროს ასევე გასათვალისწინებელია (კინსის ინსტიტუტის კვლევა), რომ პარტნიორისთვის გაგზავნილი სექსუალური შინაარსის მესიჯმა შესაძლოა სოციალურ ქსელში გაჟონოს ან არ მოხვდეს იმის "ხელში", ვისაც გაუგზავნეთ. ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


საგანმანათლებლო პორტალ Passion by Kait-ის დამაარსებელი, სპეციალისტი კეიტ სკალიზი ამბობს, რომ სექსტინგი კარგი პრელუდიაა: "ეს არის ლამაზი ფლირტი, რომლითაც პარტნიორთან კავშირს ინარჩუნებ. ეს ჩვენს გონებას სექსზე აფიქრებს და ცოტა ავანტიურაც ახლავს თან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სიყვარულის განცდის გაჩენას, რომელიც ჩვეულებრივ რომანტიკული ურთიერთობების საწყის ეტაპზე ხდება", - ამბობს კეიტ სკალიზი.
როგორ დავიწყოთ სექსტინგი - რეკომენდაციები შედგენილია კეიტ სკალიზის, ქოუჩ ტაიომი მორგანისა და სექსოლოგ ემილი მორსის რჩევების მიხედვით:
1. სწორად შერჩეული დრო წარმატებული სექსტინგის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. 
2. იჩქარეთ ნელა - სექსტინგის დროს, როგორც რეალობაში, აჩქარება არ არის საჭირო. ემილი მორსის თქმით, ამ დროს 5-ჯერ უფრო ნელა უნდა წეროთ, ვიდრე ჩვეულებრივ.
3. სექსტინგის დროს ეცადეთ არ დაშორდეთ თქვენი კომფორტის უკიდურეს ზონას - თუ კი მოგესურვებათ მოირგეთ ისეთი როლი, რომელიც თქვენთვის სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ შეხვიდეთ ისე ღრმად, რომ დაბრუნება გაგიჭირდეთ.
4. ეროტიკული სელფი - თუ თქვენი ეროტიკული ფოტოს გაგზავნა გსურთ, გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი სრულად შიშველი სხეულის ფოტო გააგზავნოთ. საკმარისია მხოლოდ სხეულის ამა თუ იმ მოშიშვლებული ნაწილის ფოტოსურათიც. სპეციალისტები სექსტინგის მონაწილეებს ეროტიკული ფოტოების გაგზავნამდე ურჩევენ მეორე მხარე გააფრთხილონ მესიჯის შინაარსის შესახებ თეგით NSFW (Not Safe For Work). ეს ნიშნავს, რომ შემდეგი მესიჯი სამსახურებრივ გარემოში გასახსნელად და სანახავად უსაფრთხო არ არის. ასევე თქვენი ეროტიკული სურათები მობილურში ცალკე ფაილში შეინახეთ, სასურველია თუ პინ-კოდსაც დაადებთ.
5. ემოჯების გამოყენება - სექსოლოგი ექსპერტების რჩევაა, რომ ემოჯები, რაც თავის მხრივ გრაფიკული ენაა, აქტიურად გამოიყენოთ. ამ დროს საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ გავშიფროთ ემოჯებისგან შემდგარი ტექსტი. არსებობს მარტივი, შეიძლება ითქვას საყოველთაოდ ცნობილი მინიშნებები ბანანისა და ბადრიჯნის შესახებ, რაც მამაკაცის სასქესო ორგანოს გამომხატველია, კატის სმაილი კი ქალის სასქესო ორგანოსი. ნებისმიერ შემთხვევაში, ემოჯებისთვის შესაფერისი მნიშვნელობის მინიჭება მთლიანად თქვენზე და თქვენს პარტნიორზეა დამოკიდებული.
6. შთაბერეთ შთაგონება თქვენს სექსუალურ ფანტაზიებსა და ვნებას - ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს მისი ვნებებისა და სექსუალური ფანტაზიების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ნეოლოგიზმები, რაც მხოლოდ თქვენ ორისთვის იქნება გასაგები.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment