Friday, January 25, 2019

სოფელ ქისტაურთან, სავარაუდოდ, ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

ხანძარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის სიახლოვეს. Imedinews-ის წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს და სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ამბობს, რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები და სატყე სააგენტოს თანამშრომლები უკვე არიან.
"რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული არ ვიცი, ამ ინფორმაციას ამ წუთებში ვაზუსტებ. შესაძლოა ტყის მასივს ეკიდოს ცეცხლი ან სამეურნეო დანიშნულების ადგილები იწვოდეს, "- აცხადებს ქარუმაშვილი.
ცეცხლი დაახლოებით 2 საათის წინ ადგილობრივებმა შენიშნეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment