Tuesday, January 22, 2019

თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხი, სა­დაც 4 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, თავს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბით ირ­ჩენ­და. რო­გორც Ambebi.ge-ს მე­ზობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი არ იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მა­მა­კაცს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და, სა­ერ­თო შვი­ლი კი ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­ნაც­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სწო­რედ იმ 2 არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვებს მა­მაც ხში­რად უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა რო­გორც გარ­დაც­ვლილ 4 წლის გო­გო­ნას, ასე­ვე მის 5 წლის ძმას, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობს.
გო­გო­ნას ბე­ბია მე­ზობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გო­გო­ნა ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, უარ­ყოფს. გარ­დაც­ვლი­ლის ბე­ბი­ის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო და ამის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.
რო­გორც Ambebi.ge-ს ბე­ბი­ამ ბა­ბუ­ლია ძა­ვაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვი სახ­ლში არ უცე­მი­ათ და ამ მი­ზეზს მე­ზობ­ლე­ბი იგო­ნე­ბენ. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბე­ბი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­ზობ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­ი­ტყვეს.
რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, 2014 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment