Monday, January 28, 2019

თბილისში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარული ჭრა მიმდინარეობს

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება. დაზიანებული ხეების ჭრა დღეს კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის, ვახტანგ ნოზაძის განცხადებით, სანიტარიული ღონისძიებების ფარგლებში მოჭრილი ხეები, რგვების შესაბამის სეზონზე, ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება. 
სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. ეს ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. 
დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა, თბილისის მერიის ინიციატივით, უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. მერიის ცნობით, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. 
კვლევით დამტკიცდა, რომ რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. შესაბამისად, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ჭრების პარალელურად, ასევე, გატარდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment