ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციამ მადრიდის ცენტრალურ უბანში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
დემონსტრანტებმა ხელისუფლებას კომპანია Uber-ის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდეს. ტაქსის მძღოლები ამტკიცებენ, რომ კომპანია რეგულაციებს უგულებელყოფს და უსამართლო კონკურენციას ქმნის.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2018 წლის სექტემბერში ესპანეთის ხელისუფლება Uber-ის ლიცენზიებისთვის შემზღუდველი წესების შემოღებას დასთანხმდა. ამის მიუხედავად, ტაქსის მძღოლები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას და კანონის მიღებას ითხოვენ, რაც მომხმარებელს ტაქსის გამოძახებას საათით ადრე დაავალდებულა.
No comments:
Post a Comment