Monday, January 28, 2019

კუბაზე ტორნადოს 3 ადამიანი ემსხვერპლა,17კი - დაშავდა

კუბის დედაქალაქ ჰავანაში ძლიერი ტორნადოს შედეგად  3 ადამიანი დაიღუპა,172 კი- დაშავდა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა მთელ ქალაქში არსებული ავარიული ბრიგადები მოინახულა და Twitter-ზე დაწერა, რომ ტორნადოს მიერ კუნძულისთვის მიყენებული "ზარალი არის სერიოზული".
"ძლიერმა ქარმა დააზიანა შენობები და ჰავანის დაბლობ ადგილებში წყალდიდობა გამოიწვია," - ნათქვამია კუბის მთავრობის განცხადებაში, რომლის თანახმადაც განსაკუთრებით კუნძულის რამდენიმე პროვინცია დაზიანდა. სააგენტო France Press-ის ინფორმაციით ქარის სიჩქარე საათში 62 მილს შეადგენდა.  
"კუბის მეტეოროლოგიის ინსტიტუტი ტორნადოს მიერ მიყენებულ ზარალსა და მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში შტორმის ინტენსივობას შეფასებს,"- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
კუნძულ კუბას ქარიშხლები  და ატლანტიკური წვიმები ზიანს პერიოდულად აყენებს.
 imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment