Friday, January 25, 2019

დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე" - რა თქვა სასამართლოზე ჯეკ შეფერდმა და რა გადაწყვიტა მოსამართლემ

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კა­ვე­ბულ ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ჯეკ შე­ფერდს სამ­თვი­ა­ნი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"დღე არ გა­სუ­ლა ისე, რომ არ მე­ფიქ­რა შარ­ლო­ტას და­ღუპ­ვა­ზე და იმა­ზე, თუ რა გავ­ლე­ნა ჰქონ­და ამას მის ოჯახ­ზე. ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა მქონ­და, ამი­ტო­მაც ამა­ზე სა­უ­ბარს ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ჩავ­ბარ­დი, რომ გა­ირ­კვეს სი­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და ჯეკ შე­ფერდმა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე ჯეკ შე­ფერ­დი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა­შია მსჯავ­რდე­ბუ­ლი. უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.
სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვა. 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ს.შ. ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 23 იან­ვარს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment