Tuesday, January 22, 2019

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტს ადასტურებს


ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხელში დაჭრილი ჯარისკაცი სტაციონარში გადაიყვანა. მომხდარს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოემაურა. უწყების ცნობით, ჭრილობა ჯარისკაცმა უნებლიე გასროლის შედეგად მიიღო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა. - ამის შესახებ გა რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში
imedinews.ge

No comments:

Post a Comment