Wednesday, January 30, 2019

იორმუღანლოში 28 წლის ბიჭმა სკოლის მოსწავლე ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ბი­ძაშ­ვი­ლი ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შემ­თხვე­ვა იორ­მუ­ღან­ლოს თე­მის სო­ფელ ქე­შა­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. ამ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა მა­მის დის­შვილ­მა მო­ი­ტა­ცა.
ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის ბიჭ­მა გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან მა­შინ მო­ი­ტა­ცა, როცა ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვა 27 იან­ვარს მოხ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სკო­ლის მოს­წავ­ლე სახ­ლში დღეს დი­ლით და­აბ­რუ­ნეს.
"ჩემი დის­შვი­ლია ეს გოგო. უკვე და­აბ­რუ­ნა პო­ლი­ცი­ამ სახ­ლში. მო­ტა­ცე­ბის დროს ჩემი და სახ­ლში არ იყო, აზე­რა­ბი­ჯან­ში იყო ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე. გო­გოს მამა გარ­დაც­ვლი­ლია და სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და ბავ­შვი. ბიჭი 28 წლი­საა და სო­ფელ თუ­ლარ­ში ცხოვ­რობს. უყ­ვარს ეს გოგო, მაგ­რამ ჩემს დის­შვილს არ უყ­ვარ­და, ამ­ბობ­და არ მინ­და მა­გის ცო­ლო­ბა, თავს მო­ვიკ­ლავ და მა­გას არ გავ­ყვე­ბიო" - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნას ბი­ძამ ნა­მიქ ხო­ჯა­ევ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.
18 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლის მო­ტა­ცე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment