Wednesday, January 23, 2019

რა ვიცით 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ და რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც ნაცემი ბავშვი საავადმყოფოში ნახა

თბი­ლის­ში 22 იან­ვარს გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას საქ­მე­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა. ბავ­შვის დე­დას, ლელა ქსოვ­რელს ბრალს დღეს წა­უ­ყე­ნე­ბენ. ქალს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბა, თუმ­ცა დე­დას შე­საძ­ლოა ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი დე­დის მხრი­დან ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად გა­ცი­ე­ბას ასა­ხე­ლებს. მე­ზობ­ლე­ბი კი მშობ­ლე­ბის მხრი­დან ბავ­შვზე სის­ტე­მა­ტი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­დას შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც კი გა­მო­უ­წე­რა. ამას­თან, ოჯა­ხის ვერ­სი­ას თავ­და­ყი­რა აყე­ნებს თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ნა­ცე­მი ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში თა­ვად იხი­ლა და დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა.

რას ამ­ბობს ოჯა­ხი 4 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

სან­ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი 4 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია 22 იან­ვარს, სა­ღა­მოს გავ­რცელ­და. ად­გილ­ზე მი­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი დახ­ვდათ. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად, საქ­მის ასე­თი ვერ­სია გა­მო­იკ­ვე­თა:
4 წლის ბავ­შვის მა­მი­ნაც­ვლის დედა, ბა­ბუ­ლია ძა­ვაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, რომ მცი­რე­წლო­ვან ნინო ზ-ს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და - გო­გო­ნას აღე­ნიშ­ნე­ბო­და მა­ღა­ლი სი­ცხე და ხვე­ლე­ბა. ქალ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი დე­დამ სცე­მა.
"გუ­შინ ჩემს რძალს ბავ­შვმა ხმა არ გას­ცა. შემ­დეგ მე და­ვუ­ძა­ხე და არც მე მი­პა­სუ­ხა. სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ. არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა არ ყო­ფი­ლა. ბავ­შვს და­ბა­ნა არ უყ­ვარ­და და ტი­რო­და ხოლ­მე. მე­ზობ­ლებს ამი­ტომ ეგო­ნათ, რომ დედა სცემ­და", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის ბე­ბი­ამ.
გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვა­ლი არ­კა­დი ძავ­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მცი­რე­წლო­ვანს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა არას­დროს მომ­ხდა­რა. გარ­დაც­ვლი­ლის მა­მი­ნაც­ვა­ლი მისი ოჯა­ხის მი­მართ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში მე­ზობ­ლებს, კერ­ძოდ კი, მისი სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სტამ­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ სტამ­ბას მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის მით­ვი­სე­ბა უნ­დათ, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა კი სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ი­გო­ნეს.
"სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი ვართ. ბავ­შვს სუნ­თქვა უჭირ­და, ასე­ვე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და ნაწ­ლა­ვებ­ზე. ვმკურ­ნა­ლობ­დით კი­დეც. ძა­ლა­დო­ბას იგო­ნე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც მათ გამო ჰქონ­და ჩემს მე­უღ­ლეს. მათ თქვეს, რომ ბავ­შვს სცემ­დაო. ასე­თი რამ არ ხდე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და არ­კა­დი ძავ­რიშ­ვილ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბის ვერ­სია

ძავ­რიშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ბავ­შვზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­დნენ. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­სულ კვი­რას ცე­მის­გან ბავ­შვმა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღო, რის გა­მოც, ის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მათ არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას, საქ­მის კურ­სში იყო უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რიც, თუმ­ცა 4 წლის გო­გო­ნა ორ დედ-მა­მიშ­ვილ­თან ერ­თად მა­ინც დე­დას­თან და მა­მი­ნაც­ვალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.
მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი დო­ლი­ძე, რო­მელ­საც არ­კა­დი ძავ­რიშ­ვი­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ყვე­ბა რომ, ხში­რად მო­უს­მე­ნია მე­ზობ­ლე­ბის­გან ყვი­რი­ლის და ძა­ლა­დო­ბის ხმა.
"ნა­ცე­მი ბავ­შვე­ბი ხში­რად მი­ნა­ხავს, თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ ცე­მის ფაქ­ტი არა. რო­დე­საც იყო ყვი­რი­ლი და ჩხუ­ბი, არა­ერ­თხელ გა­მოგ­ვი­ძა­ხე­ბია სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი და პატ­რუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­კითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფარ­თის ინ­ტე­რე­სი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მათ დავა არა ჩემ­თან, არა­მედ მე­რი­ას­თან აქვთ. უკა­ნო­ნოდ იყ­ვნენ და­სახ­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მე­რია და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი მათ გა­სახ­ლე­ბას ცდი­ლობს. მა­გათ კი გო­ნი­ათ, რომ ეს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია" - გა­ნა­ცხა­და დო­ლი­ძემ.

რას ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ნა­ცე­მი ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ნახა

ის, რომ ბავ­შვზე სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ტე­მა­ტი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტო­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რო­მელ­ზეც 4 წლის გო­გო­ნას ცე­მის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა. ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ 6 იან­ვარს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხი­ლა სას­ტი­კად ნა­ცე­მი პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მებ­მა შე­იყ­ვა­ნეს.
ბლო­გე­რი ნინა ილუ­რი­ძე ამ­ბობს, რომ ბავ­შვს მთე­ლი სახე და­ლურ­ჯე­ბუ­ლი და გა­წით­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და და ეს არ იყო მხო­ლოდ ერთი დღის ცე­მის შე­დე­გი.
"სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვნა­ხე ამ ბავ­შვის ფოტო და ვი­ცა­ნი, თუმ­ცა იქამ­დეც მივხდი, რომ მას­ზე იყო სა­უ­ბა­რი. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, ჩემი ძმის­შვი­ლი მი­ვიყ­ვა­ნეთ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და ზუს­ტად მა­შინ ვნა­ხე, რომ შე­მო­იყ­ვა­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 4 წლის გო­გო­ნა. იყო სა­ში­ნელ მგო­მა­რე­ო­ბა­ში. იქ ვინც იყო და ნახა, ყვე­ლა შოკ­ში ჩა­ვარ­და. ამას ნა­ცე­მიც აღარ ერ­ქვა, ეს იყო წა­მე­ბა. თან მარ­ტო იმ დღის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ეტყო­ბო­და... მთე­ლი სახე ჰქონ­და სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ზოგი იყო ლურ­ჯი, ზო­გან წი­თე­ლი ფე­რის და­ზი­ა­ნე­ბა. გრძელმკლა­ვი­ა­ნი ეცვა, ამი­ტომ არ ვიცი სხე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰქონ­და. გა­ბუ­რძგნუ­ლი თმა და სახე ნამ­დვი­ლად ვნა­ხე. ეტყო­ბო­და, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან იყო და სხვი­სი ნაც­ვა­მი ტან­საც­მე­ლი ეცვა... რით სცემ­დნენ ვერ მივხდი, ჩარ­ტყმე­ბი ეტყო­ბო­და. მთე­ლი სახე ჰქონ­და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი და გარ­წმუ­ნებთ, ეს არ იყო ერთი დღის გა­კე­თე­ბუ­ლი!
ბავ­შვი სას­წრა­ფომ მო­იყ­ვა­ნა, ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს ექი­მებ­მა. კლი­ნი­კის დაც­ვის ბიჭს ვკი­თხეთ, რა­ტომ არა­ვინ ახ­ლდა ბავ­შვს და მან გვი­თხრა, დე­დამ სცე­მა და დე­და­მი­სი პატ­რულ­მა და­ა­კა­ვაო. გო­გო­ნა მიმ­ღებ­ში ეჯ­დათ ექი­მებს და პატ­რო­ნობ­დნენ. ბავ­შვი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, მო­ბუ­ზუ­ლი იჯდა, შო­კი­რე­ბუ­ლი იყო. აღა­რა­ფე­რი რომ არ ადარ­დებს, ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... მე მგო­ნი გა­თი­შუ­ლიც კი იყო ამ ყვე­ლაფ­რის­გან. ამ ბავ­შვის უკან, სახ­ლში მიბ­რუ­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და?!" - გვი­თხრა ნინა ილუ­რი­ძემ, რო­მელ­მაც ნა­ცე­მი გო­გო­ნა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ნახა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბის ბუნ­დო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი

4 წლის ბავ­შვის დედა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვა. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტეს, რომ 6 იან­ვარს ლელა ქსოვ­რელს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს, თუმ­ცა რო­გორც გა­ხა­რი­ას უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­ცერ­თმა და­კი­თხულ­მა პირ­მა არ მი­ა­წო­და.
"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქა­ლაქ თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლომ მიმ­დი­ნა­რე წლის 22 იან­ვარს, თბი­ლის­ში 2014 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.
გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნის დედა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 381-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ან დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ შემ­თხვე­ვამ­დე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მი­მართ ოჯახ­ში შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა ერთხელ, 6 იან­ვარს შე­ვი­და და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ოჯახ­ში მი­სულ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ა­კა­ვეს მცი­რე­წლო­ვა­ნის დედა ლ. ქ. თა­ვად მცი­რე­წლო­ვა­ნი კი პო­ლი­ცი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს.
საქ­მე­ზე გა­მო­ი­კი­თხა ბრალ­დე­ბუ­ლი და არა­ერ­თი მოწ­მე, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. გა­მო­კი­თხულ­მა მოწ­მე­ებ­მა უარ­ყვეს ბავ­შვის მი­მართ დე­დის მხრი­დან რა­ი­მე ფორ­მით ძა­ლა­დო­ბა. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მისი ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რი ქცე­ვით.
ბრა­ლის წარ­დგე­ნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ი­წე­რა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით დე­დას ეკ­რძა­ლე­ბო­და არას­რულ­წლო­ვან­თან კონ­ტაქ­ტი. 22 იან­ვარს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ ლ.ქ. ორ­დე­რის დარ­ღვე­ვის­თვის პო­ლი­ცი­ამ სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ა­კა­ვა.
ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ პა­რა­ლე­ლუ­რად და­წყე­ბუ­ლია შეს­წავ­ლა და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც და­ად­გენს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თუ არა ეფექ­ტი­ა­ნად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის მო­ნი­ტო­რინ­გი. მცი­რე­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.
უმ­ძი­მეს ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ. მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მარი წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, 4 წლის გო­გო­ნა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და დედა ბავ­შვს თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნა­ხუ­ლობ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ხდე­ბო­და ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, ასე­ვე ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა.
"კონ­კრე­ტუ­ლი ბავ­შვის შემ­თხვე­ვა ცნო­ბი­ლი იყო პრაქ­ტი­კუ­ლად ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან, რად­გან დე­დამ მი­მარ­თა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს და ითხო­ვა ბავ­შვის სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბა, ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო. შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და და ბავ­შვი მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი (ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის ფორ­მაა, სა­დაც მსგავ­სი და სხვა შემ­თხვე­ვე­ბის დროს ხდე­ბა ბავ­შვე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბა ოჯა­ხი­დან). ქვეყ­ნი­სა და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი, თუ რამე სხვა არაა უკე­თე­სი ბავ­შვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სის­თვის.
სამ­წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დედა სის­ტე­მა­ტუ­რად, თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე სტუმ­რობ­და, ჩარ­თუ­ლი იყო ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში... ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არას­დროს, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ აფიქ­სი­რებ­და ამ ოჯახ­ში ძა­ლა­დობ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ნიშ­ნებს ამ ბავ­შვი­სა და არც სხვა ბავ­შვე­ბის მი­მართ" - აღ­ნიშ­ნა მარი წე­რე­თელ­მა.
მი­სი­ვე თქმით, ძა­ლა­დო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა 6 იან­ვრამ­დე არ იყო შე­სუ­ლი და არც მა­შინ იკ­ვე­თე­ბო­და ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ბავ­შვი დე­დას გაჰ­ყავ­და, ხოლო მისი ოჯა­ხი­დან გან­ცალ­კე­ვე­ბა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო მოხ­და.
"მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვის გან­ცალ­კე­ვე­ბა იყო მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და არა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ან უბ­რა­ლოდ ეჭ­ვის გამო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ზე. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, რა თქმა უნდა, ინ­ტეგ­რა­ცია ბევ­რად გვი­ან და არც მოხ­დე­ბო­და. 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ ყო­ფი­ლა ამის ნი­შა­ნი. დე­დას 1-3 დღით გაჰ­ყავ­და ხოლ­მე, ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბო­და ამ დროს თვალ­სა­ჩი­ნო, რაც არ ჩან­და. ოჯა­ხი თა­ნამ­შრომ­ლობ­და სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­თან, ჰქონ­დათ წინსვლა, ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხე­ბი­დან ბავ­შვე­ბი უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ. და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბიც ამ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მათი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლი იყო, ხოლო მი­ნი­მუმ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს რას ვე­ძა­ხით, ეს სა­და­ვოა.
ოჯა­ხის­გან იყო გა­უ­ჯო­ბე­სე­ბა, მა­მა­კა­ცი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო სა­ფუძ­ვლე­ბი მისი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის, ასე­ვე, ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სიც, რომ ბავ­შვს ჰქონ­და დიდი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ძა­ლი­ან დედ-მა­მიშ­ვი­ლებ­თან, ასე­ვე დე­და­საც ჰქონ­და მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ბავ­შვის მი­მართ და რა თქმა უნდა, უმ­ჯო­ბე­სი იყო, ის გაზ­რდი­ლი­ყო დე­დას­თან" - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.
4 წლის გო­გო­ნას დედა, ლელა ქსოვ­რე­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რო­გორც ქსოვ­რე­ლის ად­ვო­კატ­მა, ნინო ტა­ბა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ღა­მოს წა­რუდ­გე­ნენ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment