Tuesday, January 29, 2019

გაირკვა რატომ კვდება ზოგიერთი ცოლ-ქმარი თითქმის ერთდროულად

მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილების თითქმის ერთდროულად გარდაცვალება საინტერესო სამედიცინო ფენომენია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი წერს.
მაგალითად 2017 წელს, დიდ ბრიტანეთში, ბრიტანელი ცოლ-ქმარი ვერა და უილფ რასელები, რომლებმაც ერთად 71 წელი იცხოვრეს, რამდენიმე წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ. ამასთან, ისინი გარდაცვალების მომენტში არა გვერდიგვერდ, არამედ ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყვნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მეცნიერები ასეთ ფენომენს ე.წ. გატეხილი გულის სინდრომით ხსნიან, რაც სტრესული კარდიომიოპათიაა. სპეციალისტების თქმით, წყვილიდან ერთ-ერთის გარდაცვალება იმდენად მოქმედებს მეორე ადამიანის გულზე, რომ ის მოულოდნელად წყვეტს მუშაობას.
"სხვადასხვა კვლევის შედეგად, მეცნიერებმა შეძლეს და დაადგინეს, რომ პარტნიორის გარდაცვალებიდან პირველი თვეების განმავლობაში, მეორის დაღუპვის შანსი საკმაოდ იზრდება, ზოგჯერ კი ეს მომენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ან წუთში დგება", - წერია სტატიაში.
ფსიქოლოგების თქმით, ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთთან ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს, პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლესთან კავშირის სურვილს კარგავენ. ამასთან, ისინი მარტოობის შიშს განიცდიან. 
სპეციალისტების თქმით, პირველად ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში ქმრები უფრო ხშირად კვდებიან, ვიდრე პირიქით. კვლევა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1.58 მილიონი ქალისა და კაცის თანაცხოვრება გაანალიზდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment