Tuesday, January 29, 2019

თბილისში ველოსიპედით მოძრავი 65 წლის კაცი ავტოავარიას ემსხვერპლა

გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე. შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ 65 წლის კაცს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად ველოსიპედისტი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment