Wednesday, January 23, 2019

5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

საკუთარი ფინანსების სწორად და რაციონალურად განაწილების უნარი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზაა. სწორედ ამას ირწმუნებიან ექსპერტები.
ზოგიერთ ადამიანს ბიუჯეტის გამკლავება საერთოდ არ შეუძლიათ. ისინი ფულს უაზროდ ხარჯავენ, ხშირად ძვირადღირებულ (მათი ფინანსებიდან გამომდინარე) შესყიდვებს ახორციელებენ. მაშინ როცა, მდიდარი ადამიანები, თუნდაც საფულეში მილიონი დოლარი ჰქონდეთ, ამ ნივთებს არასდროს არ იყიდიან.
ასე, რომ გთავაზობთ 5 აბსოლუტურად ზედმეტ ნივთს, რომელთა ყიდვისთვის საღად მოაზროვნე მდიდარი ადამიანი ფულს არასდროს დახარჯავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


1.ძვირფასი გაჯეტები
მობილური ტელეფონები და სხვა თანამედროვე გაჯეტები ფუფუნების საგნებს უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ და ჩვენი ცხოვრების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს. წარმატებული, საქმიანი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინებას და ზარებს დროულად უპასუხონ. თუმცა, ისინი აფასებენ სამსახურის ხარისხსს, სისწრაფეს და კომფორტს, და ბრენდების რბოლაში მონაწილეობას არ ღებულობენ, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი აკეთებს, რომელთაც არც თუ ისე მაღალი შემოსავალი აქვთ.

უდაოდ, წარმატებული ადამიანი ძვირადღირებულ ტექნიკას ყიდულობს. მაგრამ შესყიდვის განხორციელების შემდეგ, ბრენდების რბოლაში მონაწილეობას საერთოდ არ ღებულობს, არამედ გააზრებული აქვს, რომ ამ ტელეფონმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა ემსახუროს.

ის შესაძლებლობას რაციონალურად იყენებს, მაშინაც კი, თუ შეუძლია საკუთარ თავს მეტის უფლება მისცეს. არ აიღებს კრედიტს, რომ უკანასკნელი მოდელის, ყველაზე პოპულარული ტელეფონი შეიძინოს, თუ მისი ძველი ტელეფონი შესანიშნავად მუშაობს.ხშირად შეიძლება ვნახოთ, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანები მობილური ტელეფონების ძველ მოდელებს იყენებენ და ამის გამო საერთოდ არ ნერვიულობენ.
ხოლო ღარიბი ადამიანები, პირიქით, სარეკლამო და მარკეტინგულ მახეში ებმებიან. საკუთარი საჭიროებების საზიანოდ, სესხს ღებულობენ, ნივთში ორმაგ თანხას იხდიან, რომელიც ამად საერთოდ არ ღირს. „მე ხომ მასზე ცუდი არ ვარ“ - სწორედ ასე ფიქრობენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ბიუჯეტიც საკმაოდ შეზღუდულია
მილიონერებს წამყვანი დიზაინერების უკანასკნელი მოდის ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შრომით მოპოვებულ თანხას ფუფუნების კლასის ტანსაცმელზე ხარჯავენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში, IKEA-ს დამფუძნებელი, ინგვარ კამპრადი აღიარებს, რომ როგორც წესი, დიდ ბაზრობაზე ნაყიდ ნივთებს იცვამს, რაც „სხვებს კარგ მაგალითს“ აძლევს.
ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ მის მაჯაზე საათის ღირებულება მხოლოდ 10 დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ Rolex-ის ბრენდის მილიონობით საათის ყიდვა შეუძლია.
უდაოდ, წითელ ხალიჩაზე ბევრი ცნობილი დიზაინერის იარლიყი შეიძლება ნახოთ, თუმცა მდიდარი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ მოკრძალებული მაღაზიებს ირჩევენ, სადაც ნივთების ადეკვატურ ფასად შეძენას ახერხებენ. ხოლო ძვირადღირებულ ტანსაცმელზე ფულის დახარჯვა კი უაზრობად მიაჩნიათ. ფინანსურად წარმატებული ადამიანები მაღაზიებს ადარებენ და როგორც ხარისხის, ასევე ღირებულების მნიშვნელობას ხვდებიან. მათთვის იაფ ბაზრობაზე უფრო ხარისხიანი ტანსაცმლის ყიდვა პრობლემა არ წარმოადგენს.
გონივრული ფინანსური გადანაწილება - აი წარმატებული ადამიანის პრინციპი.
ხოლო ბრენდების მიმართ რბოლა ნაკლებად უზრუნველყოფილი ადამიანის საქმეა, რომელიც ცდილობს მთელ სამყაროს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს.
რას ყიდულობენ მდიდარი ადამიანები? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მაგ., აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, მიშელ ობამა სხვადასხვა დიზაინერების ნივთებზე გიჟდება. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით არაერთხელ შეუნიშნავთ.
ასე რომ, თუ მდიდარი ადამიანების ჩვევებს გსურთ მიბაძოთ, გაჩერდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ეს ბრენდული ჯინსი 200 ლარი ნამდვილად ღირს თუ არა? ჩვეულებრივ შარვალში ამხელა თანხის ჩადება ნამდვილად ღირს თუ უფრო პრაქტიკული იქნებოდა, თუ სხვა მაღაზიაში ჯინსს 50 ლარად შეიძენდით.
შესყიდვები ყოველთვის გონივრულად განახორციელეთ და თქვენი ბიუჯეტის და ფინანსური მიზნების შესახებ გახსოვდეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ძალიან ბევრ „ძვირადღირებულ“ ნივთს უზრუნველყოფილი ადამიანი დიდი ფასდაკლებების დროს ან ე.წ. აუთლეტებში ყიდულობს.

3.სწრაფი, დაუფიქრებელი შესყიდვა
რა თქმა უნდა, სწრაფად და დაუფიქრებლად ძვირადღირებული ნივთის შეძენა ნამდვილად სითამამეა. თუმცა, მეორე მხრივ უსარგებლო სვიტრის და 5 წყვილი ჯინსის შეძენა არაგონივრული იქნება, თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია. ასეთი ახირების უფლებას მდიდარი ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ იშვიათად აძლევს, იმ პირობით, რომ ეს მდიდარი ადამიანი პრეტენზიული ქალი არაა.
„თუ ყიდულობთ ნივთს, რომელიც არ გჭირდებათ, მალე მოგიწევთ იმის გაყიდვა, რაც გჭირდებათ“ - თქვა ერთხელ ინვესტორმა უორენ ბაფეტმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ძვირადღირებულ ნივთებს არ ყიდულობენ, ისინი უბრალოდ შესყიდვებს კარგად გეგმავენ, სანამ ფულს გამოემშვიდობებიან.
რამდენად ხშირად ხდება, რომ მაღაზიაში შედიხართ, რომ რაღაც კონკრეტული იყიდოთ, მაგრამ ნივთებით სავსე პაკეტით გამოდიხართ? შესაძლოა, ასე შემთხვევით მოხდა, რომ ერთი საჭირო ნივთის გარდა ბევრი უსარგებლო ნივთი იყიდეთ. ან შესაძლოა, მაღაზიაში ფასდაკლებებს გადაეყარეთ და დიზაინერული ფეხსაცმლის მიმზიდველ ფასად შეძენა შეძელით. როგორც არ უნდა იყოს, ასეთი სპონტანური შოპინგი მდიდრებისთვის არაა.
წარმატებული ადამიანი პირველ რიგში, კარგი დამგეგმავია, ხოლო იმპულსური შესყიდვა ამ თვისებას არ შეესაბამება. „თუ მდიდრების საქციელის მიბაძვა გსურთ, ფულთან ფრთხილად იყავით“ - გირჩევთ ლესლი ტეინი, წიგნის „ცხოვრება და ვალის“ ავტორი.
„ფულის შეზღუდვის სისტემა გამოიყენეთ, თან მხოლოდ გარკვეული თანხა წაიღეთ, რომლის მაღაზიაში დახარჯვის უფლებაც გაქვთ“ - ამბობს ტეინი. „ასეთი მიდგომა ფულის დაზოგვაშიდაგეხმარებათ და თქვენს ყველა „მინდას“ დაამშვიდებს, რომლებიც ჩვეულებრივ ყველა სპონტანური შესყიდვის და ხარჯის მიზეზი ხდება“
მიუხედავად იმისა, რომ მდიდარ ადამიანებს ძვირადღირებული საცხოვრებლის შეძენა შეუძლიათ, მაინც მომგებიან წინადადებებს ეძებენ, ჰაერზე სწრაფად გადაწყვეტილებას არ ღებულობენ.
მათ სურთ იცოდნენ, რომ ფულს მომგებიან წინადადებაში დებენ და ამის გამო კარგ შემოთავაზებას მიიღებენ. უდაოდ, მათ მილიონების დახარჯვა შეუძლიათ, მაგრამ საწყის ფასზე მაინც ვაჭრობას დაიწყებენ, რომ თანხის ნაწილი დაიბრუნონ.
ზოგიერთი ძალიან მდიდარი ადამიანი სახლს არ ყიდულობს. მაგ., ცნობილი მილიარდერი, უორენ ბაფეტი დღემდე ცხოვრობს სახლში, რომელიც მან 1958 წელს საკმაოდ მოკრძალებულ ფასად (31 500$) შეიძინა.
მან ასევე იყიდა დიდი სახლი 150 ათას დოლარად 1971 წელს. წლების შემდეგ გასაყიდად 11 მლნ დოლარად გამოიტანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10, 85 მლნ დოლარით მოგებას ნახავს, თუ სახლს მოთხოვნილი თანხით გაყიდის.
ტონი რობინსონი, თანამედროვე მოტივატორი, ახალგაზრდა ადამიანებს ურჩევთ, არა უძრავ ქონებას უყურონ, არამედ შემოსავლის წყაროს და არა ადგილს, სადაც ფესვები უნდა გაიდგან. რა თქმა უნდა, გარანტია არ არსებობს, საცხოვრებლის ფასი დროთა განმავლობაში არ დაეცემა.
თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი ძალიან მაღალი არაა, რამდენჯერმე დაფიქრდით, სანამ ვალების უფსკრულში გადაეშვებით და მაღალ პროცენტიან კრედიტს აიღებთ.

5.მატერიალური ნივთები
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ფული და მატერიალური ნივთები ისეთი ბედნიერების და კმაყოფილების მოტანას ვერ ახერხებენ, როგორც საინტერესო თავგადასავალი. მხოლოდ დასამახსოვრებელი გამოცდილება მოგიტანთ ნამდვილად სრულყოფილ ცხოვრებას.
ჯეიმ ტერდის, წიგნის „პოტენციური მილიონერის“ ავტორის სიტყვებით, მდიდარი ადამიანი ახალ გაჯეტს იშვიათად ირჩევს, ვიდრე ის, ვინც ნაკლებს გამოიმუშავებს. ამის ნაცვლად უზრუნველყოფილი ადამიანები სათავგადასავლო ატრაქციონებს ირჩევენ და საინტერესო მოგზაურობაში დადიან. სხვა სიტყვებით, წარმატებული ადამიანი დაგროვებულ გამოცდილებას აფასებს.
სწორედ ეს და არა აიფონის ახალი მოდელი იძლევა ნამდვილ შთაბეჭდილება და ემოციას. გახსოვდეთ, რომ სიბერეში დაგრჩებათ არა სუპერ თანამედროვე გაჯეტი, არამედ მოგონება, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში დააგროვეთ.
intermedia.ge

1 comment:

  1. თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

    ReplyDelete