Friday, January 25, 2019

ესპანეთში ჭაში ჩავარდნილი ბავშვი 12 დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ესპანელმა მაშველებმა ბოლოსდაბოლოს მიაგნეს 2 წლის ბიჭის ცხედარს, რომელიც ჭაბურღილში 12 დღის წინ ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გაზეთის მონაცემებით, მისი მშობლები მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულები არიან. ბოლო მომენტამდე მათ არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ არა ბავშვი. მათ 3 წლის ვაჟი შარშანაც დაეღუპათ.
ხულენ როზელიო 13 იანვარს გაუჩინარდა. ბიჭი დღისით გაუჩინარდა, როდესაც მისი მშობლები ვახშამს ამზადებდნენ. ინციდენტი ოჯახური პიკნიკის დროს მოხდა. როზელიოების ოჯახი ქალაქი მალაგის მახლობლად ცხოვრობს. ბავშვი ღრმა ჭაბურღილში სეირნობის დროს ჩავარდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment