Tuesday, January 22, 2019

სველი თმით გარეთ გასვლის გამო გაციება მითი აღმოჩნდა

გაციების თავიდან ასარიდებლად მშობლები მათი მშობლებისა და ბებია-პაპების რჩევებს დღემდე ითვალისწინებენ. აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ მშობლები იმისთვის, რომ შვილები არ გაცივდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მიჩიგანის ჰოსპიტლის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყოველი გამოკითხული 10 მშობლიდან 7 ისეთ სტრატეგიას იყენებს, რომელიც მეცნიერულად გამყარებული არ არის. მაგალითად, ისინი შვილებს ურჩევენ სიცივეში "სველი თმით" არ გავიდნენ.
კვლევისას 1000-მდე მშობელი გამოიკითხა, რომელთაც 5-დან 12 წლამდე ბავშვები ჰყავთ.
გამოკითხულთა 51%-ს სჯერა, რომ მულტივიტამინები გაციების ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


განსაკუთრებით ძლიერია მთელ მსოფლიოში მითი "ზამთარში სველი თმით გარეთ გასვლის" შესახებ. როგორც CNN-ი წერს, ეს არაფერ შუაშია გაციებასთან. ამერიკის პედიატრთა ასოციაციიის პრესსპიკერის, პედიატრ კატერინე უილიამსონის თქმით, იმისთვის რომ ადამიანი გაცივდეს, მის ორგანიზმში ვირუსის ინფექციის ე.წ. აგენტი უნდა არსებობდეს. პედიატრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სველი თმა კანკალს და შეციებას იწვევს, მას გაციებასთან კავშირი არ აქვს. 
ასევე არსებობს მითი, რომ ცივი ჰაერი გაციებას იწვევს, რასაც სპეციალისტები და პედიატრები ასევე არ ეთანხმებიან, რადგან ამბობენ რომ ჰაერის ტემპერატურასა და გაციებას შორის კორელაცია არ არის.
მშობლები შვილების გაციების თავიდან ასარიდებლად ასევე იყენებენ მეცნიერულად გამყარებულ მეთოდებს, მაგალითად ხელების ხშირად დაბანასა და პირადი ჰიგიენის დაცვას, ასევე სახლის ხშირად დალაგებასა და სველი წესით დამუშავებას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment