Saturday, January 26, 2019

ლილოს ბაზრობასთან ავარიაში ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობასთან ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 61 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment