Tuesday, January 22, 2019

აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ სო­ფელ წე­ბელ­დას­თან ახ­ლოს, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე მი­მა­ვა­ლი БТР-80-ის გა­და­ვარ­დნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აღი­ა­რა. აქამ­დე ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო კი, დუმ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წე­ბელ­და, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა, 18 იან­ვარს მოხ­და - სამ­ხედ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი სამ­ხედ­რო­ე­ბი მარ­თავ­დნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში ჩა­ვარ­და.
"ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი სამ­ხედ­რო. ხოლო ორი სამ­ხედ­რო, რო­მელ­თაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ვერ­ტმფრე­ნით სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია აუ­ტარ­დათ..." - აცხა­დებს რუ­სულ გა­მო­ცე­მას РБК-სთან ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ოლ­ქის პრეს­სამ­სა­ხუ­რი. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მომ­ხდა­რის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს გა­ეც­ნო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო, თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვა­რა­უ­დით, მძღოლ­მა უს­წორ­მას­წო­რო და მოშ­ლი­ლი გზის გამო, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ... РБК-სთან სა­უ­ბარ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა პავ­ლო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მან ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­როს დე­დის­გან შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო და შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. უფ­ლე­და­ბამ­ცვე­ლის თქმით, ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი 22 წლის ჩე­ლი­ა­ბინ­სკე­ლი სამ­ხედ­როა.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, БТР-80 გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მისი ჩა­ვარ­დნის ხმა მო­ნა­დი­რე­ებ­მა გა­ი­გეს, თუმ­ცა, ჩას­ვლა ვერ შეძ­ლეს... ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, არ­სე­ბუ­ლი გზის შე­კე­თე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ არა­ვის უზ­რუ­ნია. მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა გან­თავ­სდა, მძი­მე ტექ­ნი­კამ მხო­ლოდ ას­ფალ­ტი კი არა, სა­ვა­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და...
"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გზის გა­კე­თე­ბას რუ­სე­თი აპი­რებ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ მი­ჩუმ­და... ისე კი, რო­გორ ეტყო­ბა იმ ნა­წილს, რომ უპატ­რო­ნო ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან შეყ­რი­ლი. რუ­სე­თის ჯარ­ში, მით უფრო აფხა­ზეთ­ში, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი შვილს რო­გორ გა­უშ­ვებ­და?! მშივ­რე­ბი, ჩა­უც­მე­ლე­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან, პუ­რი­სა და არ­ყის სა­ნაც­ვლოდ, ხან რას და­ათ­რე­ვენ ხან რას..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ აფხა­ზი.
"რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ, ვის სიმ­თვრა­ლე­ზე ლა­რა­კობთ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე­თას­კა­ცი­ან ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია?! რო­გორ არ გბეზ­რდე­ბათ სხვი­სი გან­კი­თხვა და სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბიდ და­მალ­ვა... ჩა­კე­ტი­ლი ხალ­ხის სინ­დრო­მი გაქვთ, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!" - წერს ანია დბა­რი.
"თით­ქოს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არ გვყოფ­ნი­დეს, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი ამ სა­ცო­და­ვი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყუ­რე­ბით: ნა­ცე­მე­ბი, მშივ­რე­ბი, და­ხე­უ­ლი და ბინ­ძუ­რი ტან­საც­მლით და­დი­ან და მა­კა­რო­ნის, "ტუ­შონ­კი­სა" და ზე­თის სა­ნაც­ვლოდ, პურს, არაყ­სა და სი­გა­რეტს თხო­უ­ლო­ბენ, "უფ­როსს" უნდა მი­ვუ­ტა­ნო­თო... უდის­ციპ­ლი­ნო­ბას­თან ერ­თად, "დე­დოვშჩი­ნაა" და პატ­რო­ნი არა­ვინ ჰყავთ. თუმ­ცა, ჩვენ ვის არ­მი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ... მალე გი­უმ­რი გვე­ლო­დე­ბა, პან­ტა-პუნ­ტით რომ ხო­ცა­ვენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს. უბ­რა­ლოდ, სომ­ხებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი ვართ..." - წერს მერი კა­კუ­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment